ის მოდის...

108 25 14
                                    

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ბნელ ჩიხში უგონო მდგომარეობაში, დასახიჩრებული ნახა.
----------
ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა მისმა გულმა საბოლოოდ შეწყვიტა ფეთქვა.
----------

     ***
ვინ იცის, იქნებ ასეც უნდა შეხვედროდენ ერთმანეთს დიდხნიანი განშორების შემდეგ.
ისევ იგივე მეორდება.
მომაკვდავი ბიჭი.
და დაბნეული სეჰუნი.
საინტერესო ის არის თუ ამჯერად რამ გამოიწვია ეს დაბნეულობა.
მიზეზი კი მხოლოდ ბიჭის მდგომარეობა არ იყო. ნამდვილად დამაბნეველი ფაქტი მოხდა როცა სეჰუნის კარს მოადგა ისევ იგივე მდგომარეობაში. ამ ყველაფერს კი სიტყვა 'მაპატიე'-ც ერთვება. რომელიც არავინ იცის რისთვის იყო განკუთვნილი.
იქნებ უბრალოდ ბოდიშის მოხდა უნდოდა მთელი ამ დროის მანძილზე რომ არ ჩანდა?
ან იქნებ იმის გამო წუხდა რომ უსიტყვოდ მიატოვა და ყველანაირი იმედი წაართვა?
ან იქნებ იმიტომ სთხოვდა პატიებას რომ რთულ მომენტებში მასთან არ იყო?
ვინ იცის... იქნებ საერთოდაც ყველაფრის გამო წუხდა.

თვეებია გასული ამ ოთახისკენ არც კი გამოუხედავს. ახლა კი ოთახის შუაგულში საწოლთან ზის და კვლავ უგონოდ მყოფს უმზერს. ნეტავ თუ იცის როგორ იტანჯებოდა ამ დროის განმავლობაში მის გარეშე?
ან საერთოდ ადარდებს სეჰუნის გრძნობები?
ვინ იცის... იქნებ მას უფრო მეტად უჭირდა.

კვავ სახეზე აკვირდება, აქა-იქ შემორჩენილა სისხლის წითელი ლაქები. მაგრამ ჭრილობები უკვალოდ გამქრალა. სეჰუნმა ექიმს არ დაურეკა. იცოდა რომ არ სჭირდებოდა. მოხუცი ექიმის რჩევების მოსმენას კი მასთან ყოფნა არჩია. არასდროს ჰქონია გართულება ბიჭის უცნაურობაზე. იღებდა ისეთს როგორიც იყო. მაგრამ საკითხავია ნამდვილად იცოდა როგორი იყო?
ვინ იცის...

გონზე არ არის თუმცა მის ტუჩებს მაინც სწყდება სიტყვები. ალბათ სიზმარს ხედავს...

-ის მოდის... ჩემთან მოდის... ყველაფერი დასრულდება.-და აი სანატრელი ხმა გაიგო. ეს მეორე შემთხვევაა როცა მისი ხმა ესმის. ხავერდივით ნაზი და სუფთა. რამდენ ხანს ნატრობდა მისი ხმის გაგებას. ახლა კი როცა მისი ხმა ესმის თავს ბედნიერად არ გრძნობს. რატომ?
სიტყვები რომელსაც ბიჭი წარმოთქვამს დიდ ტკივილსა და შიშს იტევს. რისი ან ვისი ეშინია ასე? არავინ იცის. მაგრამ ფაქტია ეს ყველაფერი მას აშფოთებს. ვის უნდა მოუნდეს ასეთი პატარა, დაუცველი არსების შეშინება.
საერთოდაც რას ნიშნავს ეს სიტყვები?
ყველაფერი დასრულდება?
რა დაიწყო რომ დასრულდეს?
ვინ იცის...

Please Save Me!Where stories live. Discover now