-რათქმაუნდა! მაგრამ ჯერ კომპანიაში მივჯდეთ და იქ ვილაპარაკოთ დეტალებზე_ თქვა ჯანგუკმა და გაიღიმა. მას ძალიან უნდა ნიკის ნახვა.

ერთი სული აქვს შორიდან მაინც ნახოს, მონატრებული სიყვარული. კარგი რა არც ერთი აღიარებს მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ვხვდებით არა? რომ მათ ერთმანეთი უყვართ?! და ასეთი აღელვებულები რატომაც არიან?! ეს ხომ ადვილი შესამჩნევია?!

შეიძლება არც ერთმა არ აღიაროს, მაგრამ ეს მართლა ძალიან შესამჩნევია, ორივე თავის საზღვარს იცავს. პრინციპს არ აბიჯებენ! ეს კი სანამდე გაიწელება არავინ იცის.

-ისე თქვენთან ნიკის ვამუშავებ ის ძალიან კარგი გოგოა ისეთი საყვარელი და საქმიანი_ გაიღიმა ნამჯუნი მისი დახასიათების დროს.

ამაზე ჯანგუსკ ტვინში სისხლი აუდუღდა, ეს საშინელება იყო. არ ესიამოვნა სხვა მამაკაცისგან ნიკის ასეთი დახასიათება, მას თვალებში ეტყობა რომ რაღაცას გრძნობს! ეს კი ჯანგუკს არ მოწონს! მაგრამ როდის მერე გახდა ჯანგუკი მესაკუთრე? ან როდის მიისაკუთრა ნიკი?! სასაცილოა ის ახლა ეჭვიანობს თან როგორ! კაცმა არ თქვას!...


⬜⬛⬜⬛⬜⬛⬜⬛⬜⬛⬜⬛⬛⬜⬛⬜⬛⬜

Jeon Junkook POV:

ტვინში სისხლი მიდუღს, არ მომწონს ვიღაც ნაბიჭვარი ნიკის ასე თბილად რომ ახასიათებს! არ მომწონს! მინდა აქვე მოვკლა, მაგრამ თავი შევიკავე. ეს ახლა საჭირო იყო, თორემ ამ ნამჯუნს თუ ვინცაა გავგლეჯდი!..

-მალე მივალთ?_იკითხა ჯიმინმა სიტუაციის განსამუხტად.

-ხუთ წუთში მივალთ_ თქვა ნამჯუნმა თავისი გამაღიაზიანებელი ტონით.

-ძალიან კარგი_ ჩავილაპარაკე მე და მაცდურად გავიღიმე.

ისეთი აღელვებული ვარ, მაგრამ არ ვიმჩნევ, ისე მიხარია დღეს ნიკის ვნახავ. ახლა ალბათ ვინმეს რომ ვენახე ადვილად შემადარებდა პატარა ბავშვს, მშობლები რომ ეტყვიან ნაყინს გიყიდიო და ის აჟიტირებული რომ არის ამით!
უბრალოდ გულს ვერაფერს ვუხერხებ, თორემ სხვა დანარჩენი არც კი მიჭირს!

მახინჯი სიყვარული...♡Where stories live. Discover now