შორიდან ნახვა💗

94 7 4
                                    

ეს ცხოვრება ილუზიაა? უბრალოდ ამ კითხვის პასუხი არავინ იცის, ეს ცხოვრება ყოველთვის ილუზია იყო არის და იქნება. ყველა ვცხოვრობთ მცირე ან ხანგრძლივი დროით. ან საერთოდ ცოცხალმკვდარი ვართ.

სიცოცხლე ეს ერთადერთი საჩუქარია ღმერთისგან რომელიც არაფრის სანაცვლოდ მივიღეთ, და ჩვენ იცი რა გვევალება? ხო ეს სიცოცხლე და ეს დრო სწორად გამოვიყენოთ. და არა ტყუილ უბრალოდ. ვიყოთ კარგები და ვაკეთოთ კარგი.

მაგრამ რა მოხდება თუ ცხოვრება ისე არ ახდენს ეფექტს ჩემთვის რომ ვიყო კარგი? და ვარ ცივსისხლიანი. ბოროტი და ეშმაკის განსახიერება. ამ შემთხვევაში დამნაშავე მაინც მე ვარ?

ესეთი არის სწორედ ჯეონ ჯუნქუქი მას არ აქვს ცხოვრებაში კარგი გადატანილი. მისი ცხოვრება შავ-თეთრია.

უბრალოდ ის ასეთია ცივსისხლიანი, დაუნდობელი. მას არ აინტერესებს არაფერი.

***

მზე ამოდის უკვე თენდება, ნიკი და ივი ისევ საწოლში არიან, მზის სხივები კი მათ სახეებემდეც აღწევს.

თვალებს ჭუტავს ნიკი. შეაწუხა მზემ ივი კი ზურგით წევს და თავი დედის გულზე უდევს. ნიკის აშკარა არ უნდა გაღვიძება მაგრამ კარის ხმა ამის საშვალებას არ აძლევს, ნელა დგება ივის თავზე კოცნის, და ოთახს ტოვებს...

ნელა უახლოვდება კარებს და ფიქრობს ასეთ დროს ვინ უნდა იყოს? დილის რვა საათზე. კარის სახელურს ნელა წევს და კარს ფრთხილად ახელს, და ხედავს იმას ვისაც ახლა ნამდვილად არ ელოდა.

- გაგაღვიძე?_ იკითხა მისი ბოხი და სექსუალური ხმით.

-არა_ თავი გაათქნია, და კარი ფართოდ გააღო_ აქ იდგები?_ და გვერდით გაიწია

დიდი სხეული შევიდა ოთახში და იქვე სკამზე ჩამოჯდა. შემდეგ კი ნიკის მიუბრუნდა:

- ივის სძინავს?_ იკითხა თეჰიონმა და ნიკის შეხედა

- ხო_ ისიც შევიდა სამზარეულოში_ ჩაი ან ყავა?_ იკითხა და გახედა თეჰიონს.

მახინჯი სიყვარული...♡Where stories live. Discover now