13

55 7 1
                                    

J U N G K O O K

წარბები შეჭმუხნა და დაბნეული მიყურებდა

-ვიზე ლაპარაკობ? - მკითხა მან, ნელა ვუყურებდი ზევიდან ქვევით, მისი ჩაცმულობა წესიერად ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა

მიუხედავად იმისა რომ გაბრაზებული ვიყავი მისი ხმა მამშვიდებდა

-თეჰიონზე, სხვა ვისზე უნდა ვისაუბრო?
-ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ, მინდა რომ მეგობრები მყავდეს მიუხედავად იმისა რომ თქვენ მკვლელები ხართ - დაიჩურჩულა მან
-მკვლელები? - მშვიდად გავიმეორე
-არა!! ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ  - მან სწრაფად შეცვალა საუბრის თემა

სიტყვა მკვლელი ჩემს გონებაში რამდენჯერმე მეორდება, მან იცის რომ კაცს უმიზეზოდ არ მოვკლავ

-ჰოო, მეგობრები, ვინ ვარ მე რომ თქვენს ურთიერთობაში ჩავერიო, მეგობრები ერთმანეთს კოცნიან ხომ?

რატომ გავაგრძელე საუბარი? უბრალოდ მინდა რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს, ამ გოგოსთან საუბარს აზრი არ აქვს

-კოცნა? ჩვენ არასდროს გვიკოცნია ერთმანეთისთვის, როგორ შეიძლება ვინმეს გრძნობების გარეშე აკოცო - ასეთი სულელი და გულუბრყვილო როგორ არის, მძულს - ალბათ აუზში დაგვინახე, ის უბრალოდ თვალიდან რაღაცის მოშორებას ცდილობდა

მის სახეზე ბრაზს ვხედავდი, მისთვის არაფერი უნდა მეთქვა უბრალოდ მისთვის თავი უნდა დამენებებინა, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის რომ ენი მიზიდავს, როცა ტუჩზე იკბინა მივხვდი რომ აღგზნებული ვიყავი

მალე დავივიწყე თეჰიონი და ენიზე ვკონცენტრირდი, ენი ლაპარაკობდა და აღარ ჩერდებოდა მაგრამ მისი სიტყვები თითქმის არ ჩამესმოდა, მისი ტკბილო სურნელი მიპყრობს და მე მხოლოდ ის მინდა

ცერა თითი მის ტუჩთან მივიტანე, იმის ნიშნად რომ გაჩუმებულიყო

-ძალიან ბევრს ლაპარაკობ - ვჩურჩულებ და ჩემს სახეს მის სახეს მივუახლოვე

ხელს წელზე ვხვევ, მისი პაწაწინა სხეული ჩემს სხეულს ეხება, ნაზად სუნთქავს, ლოყები გაუწითლდა, ისევ ტუჩზე იკბინა

-თეჰიონიც ამას გაგრძნობინებდა როცა გეხებოდა? მიდი თქვი რამე პრინცესა

ტუჩები ისე აუკანკალდა ლაპარაკი აღარ შეეძლო, მისი ორივე ხელი მე მიჭირავს ამიტომ ის ახლა უძლურია

-შეხედე სიტყვასაც ვერ ამბობ

ხელი გავუშვი და წავედი, შორიდან მშვენივრად ვხედავდი მის სხეულს

-შენ არ შეგიძლია ასე დამტოვო

კიბეებისკენ წავედი და სიბნელეში გავუჩინარდი, ენი ვეღარ მხედავდა, მე კი ისევ შემეძლო მისი დანახვა

ის სულ ჩემია

ენი ჩემია

METANOIAWhere stories live. Discover now