4

68 10 0
                                    

E N N I E

ჯონგუკმა ვახშამზე მისვლა მთხოვა, წასვლა არ მინდოდა, მასთან სიახლოვე მანერვიულებდე, მაგრამ ახლა გამბედაობა უნდა მოვიკრიბო და სავახშმოთ წავიდე.

მეგონა რომ მასთან შეხვედრა არასდროს მომიწევდა მაგრამ ახლა მის სახლში ცხოვრება მომიწევს, სადაც ყველანაირად გამაკონტროლებს.

სინანულის დრო არ მაქვს, კონტრაქტს ხელი უკვე მოვაწერე.

ერთადერთი რაც უნდა გავაკეთო არის ის რომ ტანსაცმელი ჩავალაგო და წავიდე. ამ სახლიდან თავის დაღწევის კარგი საშუალებაა.

ტელეფონი ავიღე, ჩუნგჰას ნომერი ავკრიფე და მის პასუხს დაველოდე, პირველი სიტყვები რაც მისგან გავიგე იყო

-ცოცხალი ხარ?!
-კი, მან უბრალოდ სამუშაო შემომთავაზა და დავთანხმდი - წუთიერი სიჩუმე ჩამოვარდა - დღეში ორი ათასი დოლარის შოვნას შევძლებ, ჩემი საქმე კი ის არის რომ...
-ნება მომეცი გამოვიცნო! - თქვა მან აღელვებულმა - ჩემი აზრით ძიძაა
-კარგად მიცნობ, ჩუნგჰა, საბოლოოდ შემიძლია წავიდე სახლუდან და მათთან ვიცხოვრო - ვუთხარი ღიმილით
-მოიცადე, ჯეონ ჯონგუკთან აპირევ ცხოვრებას?
-კი, ვფიქრობ რომ ამას მისი შვილის გამო აკეთებს, დარწმუნებული ვარ ის არაფერს დამიშავებს, ჩვენ უბრალოდ სამუშაო პარტნიორები ვართ, მეტი არაფერი
-ჰოო, მეტი არაფერი - თქვა მან გაურკვეველი ტონით, სანამ ზარა გაწყვეტდა

•••

მამას ვუთხარი ეომ ძიძად ვაპირებდი მუშაობას, ნამდვილად არ მოეწონა ეს ამბავი, დამიყვირა, მაგრამ გასაკვირია რომ არ დამარტყა.

დავპირდი რომ ჩემს ხელფას მასაც გავუყოფდი, ის არ მითქვია რამდენი მექნებოდა ხელფასი.

ჩემი სახლის მოშორებით ვიყავი, ნამდვილად არ მინდოდა მამას და იუნას შეემჩნია როგორ მივდივარ ძვირადღირებული მანქანით.

რატომღაც ლამაზად მეცვა, იმიტომ ხომ არა რომ ჯონგუკთან ვაპირებდი შეხვედრას?

მანქანა ჩემს წინ გაჩერდა, ბარგი ავიღე და მანქანის უკან წავედი რომ საბაეგულში მომეთავსებინა, მანქანიდან შავ თმიანი მამაკაცი გადმოვიდა.

მისმა სილამაზემ შემიპყრო, მისი სახე მახსოვდა, რადგან წინაზე ჩემს სამსახურში ვნახე

საბარგული დახურა და მანქანაში ჩაჯდა.

მეც უკანა სავარძელზე დავჯექი

მანქანამ სწრაფად დაიწყო მოძრაობა, ამან რატომღაც შემაშფოთა, მგონი ამ კაცმა შეამჩბია რომ დაბნეული ვიყავი და მითხრა

-ასე სიარული მოგვიწევს რადგან ვაგვიანებთ, არ უყვარა ლოდინი

შემდეგ მან თავისი ტელეფონი მაჩვენა, ეკრანზე ბანი ეწერა

-ბანი ვინ არის? - ვკითხე, დამაინტერესდა ვინ იყო

მან ჩაიცინა სანამ ტელეფონს უპასუხებდა, ტელეფონში ჯონგუკის ხმა ამოვიცანი, ამ კაცმა ჯონგუკის ნომერს ბანი დააწერა? ალბათ ის მისი დაცვა არ არის, მეგობარი იქნება

-ჩემთან არის, 5 წუთში მანდ ვიქნებით

უკვე? დრო სწრაფად გავიდა

მანქანა გაჩერდა, დაცვამ კარი გამიღო, უპრობლემოდ გადმივედი მანქანიდან

-მე თეჰიონი ვარ ჯონგუკის მეგობარი - მითხრა მან და მარჯვენა ხელი გამომიწოდა, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ჩამივართვი ხელი

-მე ვარ...
-ენი, კარგი აღარ ვალოდინოთ ჯონგუკი

ჩემი სახელი უკვე მთელმა სახლმა იცის?

თეჰიონი ბარგის შეტანაში დამეხმარა, კარისკენ წავედით, თეჰიონმა ზარი დარეკა

მაინტერესებდა ვინ იდგა ამ კარს მიღმა. ჯონგუკი? მოახლე? მისი შეყვარებული? ჯისუნგი?

დარწმუნებული ვიყავი რომ ორ ჯწონთან ერთად კიდევ ვინმე სხვა იცხოვრებდა

კარი გაიღო და დავინახე მოახლე, იმედი მქონდა რომ მის მაგივრად ჯონგუკს ვნახავდი

-შემოდი, შემოდი, ჯონგუკი ზემოთ გაბრაზებული გელოდება

და ეს ჩემი ბრალი არ იყო

METANOIAWhere stories live. Discover now