9

52 7 0
                                    

J U N G K O O K

მისი სურათი ჩემი შვილია ოთახშია. ნახატი რომელიც ჩემი ხელებით დავხატე, ნახატი რომელიც ძალიან მიყვარდა.

როგორ იპოვა მან ეს ნახატი? მას არასდროს არაფერი უთქვამს ამის შესახებ, ახლა კი ეს ნახატი ენის აჩვენა?

-შემიძლია აგიხსნა - თქვა მან, სკამიდან წამოდგა და ორივე ხელი შემახო
-რატომ არ მითხარი? რატომ აჩვენე ენის და არა მე?

ჯისუნგი ენის უყურებდა, ენიმ იცის ალბათ ამის მიზეზი, მაგრამ მე მინდა ჯისუნგის პირიდან გავიგო

-მისგან სახსოვრად არაფერი მქონდა, მხოლოდ ეს ნახატი

ჯანდაბა, მინდა ეს ქაღალდი მის წინ დავხიო.

-არ მინდა რომ ეს ნახატი გქონდეს, მინდა რომ ის დაივიწყო
-კარგი, მესმის - თქვა მან და გაიღიმა, ვხვდები რომ ის თავის გრძნოვებს არ ამჟღავნებს

მისი ნახატი დავკეცე და უკანა ჯიბეში ჩავიდე

-დაჯექი - წარბები შეჭმუხნა და სკამზე კომფორტულად დაჯდა

-გინდა თამაში? - მკითხა ჯისუნგმა და თავისი კონტროლიორი გადმომცა

თავს ვუქნევ და ეკრანს ვუყურებ, ჯისუნგი მხრებს იჩეჩს და თამაშს იწყებს

ჯისუნგი და ენი თამაშობდნენ, დარწმუნებული ვარ რომ ენიმ არ იცის როგორ ითამაშოს

მათ დაიწყეს თამაში და რა თქმა უნდა პირველი ენი მოკლეს

-ძალიან ვწუხვარ, არ ვიცი როგორ ვითამაშო - ჩაიცინა მან

ჯისუნგი ენისკენ იწევა

-რა მოხდა?
-არაფერი, თამაში უნდა გასწავლო

შემდეგ ის ყველაფერს ასწავლის

ვუყურებდი ჯისუნგს რომელიც ენისთან თავს კარგად გრძნობდა

-მე წასვლად ვაპირებ - ვეუბნები მე, ორივემ თავი დამიქნია - დღეს ცოტა გვიან მოვალ

...

-ბატონო ჩოი, თქვენთან სპეციალური სტუმარია მოსული - თქვა ჯიმინმა, მე მის უკან ვიდექი და მას ვაკვირდებოდი

ბატონი ჩოის სხეული შიშისგან კანკალებდა

-ჯონგუკ შეგიძლია ახლავე გამოხვიდე და ეს საქმე სწრაფად დავამთავროთ

სიბნელიდან გამოვედი და ჯიმინის გვერდით დავდექი

-ჩემი ფული ახლავე დამიბრუნე

ხელები უკანა ჯიბისკენ წაიღო, თითქოს ფულის პოვნას ცდილობდა

უკვე მოთმინებას ვკარგავდი

ბოლოს ჩოიმ კონვერტი ამოიღო და წინ დამიდო

ხელში ავიღე და შიგნით ჩავიხედე, შიგნით რამდენიმე კუპიურა იდო

-ფულის მესამედი მოვიტანე, გპირდები ორ კვირაში დანარჩენსაც მოვიტან - მუხლებზე იდგა და ისე მეხვეწებოდა

-რატომ გამოიყენე ჩემი ფული, გარიგება გვქონდა დადებული, არც ის მიყვარს როცა პირობას არ ასრულებენ - გაბრაზებულმა შევაფურთხე მას, თავი მაღლა ასწია, თველები ცრემლიანი ჰქონდა

-ფული აზარტულ თამაშებში დავ...
-ჯანდაბა, უბრალოდ თქვი!! - ვუყვირე და ფეხი დავარტყი - ხომ იცი რომ დროის კარგვა არ მიყვარს

ნამდვილად მინდოდა მისი ცემა მაგრამ ვითმენდი

-...პროსტიტუცია
-შენ კი თქვი რომ შენი ძმის სამედიცინო გადასახადების გადახდას აპირებდი, როგორ არის ახლა შენი ძმა? - ჩაიცინა ჯიმინმა და წამოდგა

იარაღი ამოვიღე და ორი ტყვია ჩავდე, დავინახე როგორ აკანკალდა

-არა, არა , არა!! არ მინდა მოვკვდე, რასაც დაგპირდი ყველაფერს გავაკეთებ

ფეხში ვესროლე

იარაღი თავზე დავადე

ჩემმა ტელეფონა რეკვა დაიწყო

ჯინი იყო რატომ რეკავდა ახლა?

ზარს ვუპასუხე

-ჯონგუკ, მგონი ენი და ჯისუნგი დაიკარგნენ
-კი მაგრამ ჯისუნგი ამ დროს გარეთ არ გადის

რამდენიმე წამის შემდეგ მითხრა

-აღარ ინერვიულო ჯონგუკ, თეჰიონთან ერთად აუზზე არიან

ტყვიამ ჩოის შუბლში შეაღწია, ჩოის ახეული მიწაზე დაეცა და მის გარშემო სისხლის გუბე დადგა

გასროლის ხმა ჯინმაც გაიგონა

-ჯანდაბა, სულ დამავიწყდა სად იყავი...

-შენ თქვი რომ ენი თეჰიონთან ერთადაა?

METANOIAOnde as histórias ganham vida. Descobre agora