⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐

134 6 12
                                    

- ელენე გესმის ჩემი ხმა? - ნენე მირეკავს.

- მესმის კი, რამე მოხდა? - საწოლის თავს ვხედავ, მისი ოთახის არაა.

- რავი.. - მორცხვად მიყურებს.

- საბასთან დარჩი ხო?

- კი.

- შენ სულ ეგრე იცი რაა.

- კაი არ გამიბრაზდე.

- ეგოისტი ისევ მე ვარ არა? ვითომ ვერ ვხდებოდი რაც მოხდებოდა. მთვრალი იყავი ნენე გესმის?

- მაპატიე ელე რაა..

- გინდა იოანეს დავურეკო? მაგრამ ისიც მარიამთან ერთად არის.

- არ მინდა, წამოვალ ჩემით.

- დავურეკავ თომას, მარტო სად წამოხვალ? საერთოდ სად ჯანდაბაში ხარ.

- ელენე რა თომა? შენი მერიდება და ახლა თომა უნდა დამაყენო თავზე? ისე შენ რა გამოპრანჭული ხარ რა ხდება?

- ტატუს ვიკეთებ.

- ელენე ჭავჭავაძეს ვესაუბრები?

- ახალი წელი, ახალი ცვლილებები, ზეგ თორნიკე სამი თვით მიდის და გვინდა დღე ერთად გავატაროთ. - ღამის ორ საათზე აქვს ფრენა, ამიტომ "ზეგ" გამოდის.

- სად მიდის?

- სასწავლებლადო, არ ვიცი ზუსტად. - ნენეს თავზე მესიჯი გამოჩნდა, თორნიკე მოვიდა. - ნენე თუ გინდა გამოგივლი და მერე წავალ.

- არ გინდა ელე, მოვახერხებ რამეს მიდი შენ ისიამოვნე.

- გკოცნი მაშინ. - არ მინდა რომ უყურადღებო ადამიანად ვჩანდე, საერთოდ არ მომწონს რომ ნენეს ასე ვტოვებ მაგრამ ძალიან ჯიუტია.

მაგიდაზე დადებული ჩანთა ავიღე და ტელეფონი ჩავიგდე. ქვემოთ ჩავედი.

- ჩემს გამო იყინები? - ვკითხე თორნიკეს რომელიც მის შავ მანქანაზე აყუდებული იდგა.

- დაბრძანდით ქალბატონო. - მანქანა გამოაღო და ჩავჯექი. - ჯერ უნდა გეკოცნა.

- თორნიკე არ წავედით? - ყურადღებას ვატანინებ.

- კაი რა იყო.. სამი თვე ვეღარ გნახავ. - მაკოცე რა რომ მომენატრები მერე რა ვქნა? - ძალიან კარგად ვიცოდი რომ ეს ბიჭი თავს ნამდვილად მომანატრებდა, მაგრამ აუცილებლად ეყოლებოდა იქ ვინმე.. დაამყარებდა ისეთ ურთიერთობას როგორიც მე მაქვს და იმ სულელ გოგოს არ ვიცი სად დატოვებდა, აქ წამოიყვანდა თუ ერთად დარჩებოდნენ. ბოლო დღე იყო, რომელსაც მაისამდე ვერ გავიმეორებდით. ოთხი თვე! ოთხი. ნეტა რა უნდა მოხდეს ისეთი, სახალისო ვიდრე ეს დღეებია? ხოდა არ ვიცი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 20 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

✨მოულოდნელად შემიყვარდი✨Where stories live. Discover now