⭐⭐

60 6 6
                                    

დილის რუტინა ნენემ შემაწყვეტინა, გახარებულმა დამირეკა და მახარა რომ დღეს ლექცია ჩაგვიტარდებოდა და ერთმანეთს კვლავ ვნახავდით. მეც სხვა გზა აღარ მქონდა, ისე როგორც ჩემი მაჯის საათი მიმითითებდა ოთახში უნდა შევსულიყავი, ჩამეცვა და გზას დავდგომოდი. ასეც მოვიქეცი და უნივერსიტეტში შესვლისთანავე დავინახე ორი მოკოცნავე ტიპი. რა თქმა უნდა პირველკურსელები.

აუდიტორიაში შესვლისთანავე შემოვიდა ლექტორიც და მისი ჩვევის მიუხედავად - იმწამსვე საუბარი რომ არ დაიწყო გამიკვირდა.

- ბავშვებო, ხვალ უნივერსიტეტში ე.წ. Welcome Party იმართება და გიწვევთ. ამის თქმის ბედნიერება კი მე შემხვდა.

- დრესკოდი არის? - წამოჭრა ანანომ, ჩვენმა არც ისე მოწესრიგებულმა კურსელმა, რომელიც ისეთ გოგოებს მიეკუთვნება - ტანსაცმელი თავზე რომ აყრიათ თუმცა მათი თქმით "ჩასაცმელი არაფერი აქვთ."

- დიახ, ჯგუფებად დაიყოფით და შეგხვდებათ ფერები.

- იმედია წითელი შემხვდება. - ამოიფრუტუნა ანანომ.

- ამას ეხლავე გაარკვევთ, სათითაოდ გამოდით. - ჯერ მარიამი გავიდა - ლურჯიი! - ბედნიერმა დაიყვირა. სათითაოდ გადიოდნენ ბავშვები. ახლა ნენე.

- ყვითელიიი!! - გაუხარდა, ყვითელი ნენეს საყვარელი ფერია.

ჩემი ჯერია. დოლურაში ისე ვურევ ხელს, თითქოს მომავალი ბედნიერი ადამიანის ნომერს ვიღებ, რომელმაც მანქანა ან ფული მოიგო.

- შავი. - ჩავიცინე და ადგილს დავუბრუნდი.

- შენს თვალებს მოუხდება. - დაასკვნა ნენემ.

საბოლოოდ ყველა გავიდა. აი თურმე რატომ დაგვიბარეს დღეს. არანაირი ლექცია. ძალიან კარგი.

- კარგი. ახლა გავიგებთ ვისთან ერთად მოხვალთ. - რამოდენიმე უკმაყოფილო შეძახილი გაისმა. ერთ-ერთი მე ვიყავი. იქნებ მინდა რომ მარტო მოვიდე? - მარიამი და იოანე. ანანო და გიორგი. ........ - ასე უსასრულოდ გააგრძელა. გული მისკდება. ნელ-ნელა ცოტანი ვრჩებით. ნენეს თომასთან ერთად უნდოდა, მაგრამ თომას მწვანე ამოსვლია და ახლა მასაც ნატალიასთან ერთად უწევს წამოსვლა. - ნენე და დემიენი. ელენე და თორნიკე. ანასტასია და ლაშა. - მოიცა, მოიცა რაო? თორნიკეო? არ გამაგიჟოთ ახლა. იმ იდიოტთან მიწევს წასვლა? იმედი მაქვს სხვა თორნიკე არსებობს ამ უნიში. საბოლოოდ დასრულდა "ლექცია" და ლექტორს (სახელად ნელიკო) მივუახლოვდი.

✨მოულოდნელად შემიყვარდი✨Where stories live. Discover now