⭐⭐⭐⭐

60 8 7
                                    

*19:48*

უკვე რვა ხდება, მთელი დღე არაფერი მიკეთებია. ნენე მალევე წავიდა და რაც წავიდა სამ ფილმს ვუყურე. სადმე უნდა გავისეირნო აუცილებლად, მთელი დღე სახლში ვარ, მაგრამ წვიიიმს!! თორნიკეს "საღამოს დამირეკე" გამახსენდა.

- თორნიკეე.

- რაო ფერია?

- რას შვები, დამირეკეო რო მითხარი.

- კლუბში ვარ. მოხვალ?

- მოვიდე?

- კი. - უკანა ფონზე ხმა გაისმა, უკვე ბევრს სვამო. - მოდი.

- მოვალ. - გათიშა.

გარდერობში შევიხედე. თბილად ჩავიცვი. ტაქსი გამოვიძახე და თორნიკეს დამესიჯებულ მისამართზე წავედი.

კლუბში შესვლისთანავე ალკოჰოლის და სიგარეტის ერთმანეთში არეული სუნი მეცა. თორნიკე ბართან იდგა და ვინ იცის მერამდენე ჭიქას სვამდა, ცუდად გამოიყურებოდა. ახლა მე უნდა მეზრუნა მასზე?

- მოვიდა ჩემი შეყვარებული, ხო ლამაზია?

- თორნიკე მთვრალი ხარ?

- სუულ ცოტათი. - თითებით მაჩვენა - ლამაზოო.

- არ გინდა სახლში წასვლა?

- აუ არა რაა. მოდი დაჯექი ჩემს გვერდზე. რამე ძლიერი მოიტანე ორი.

- მეტი აღარ გინდა რა გთხოვ. წამოდი წავიდეთ.

- მე ჯერ უნდა ვიცეკვო, წამო ვიცეკვოთ.

- თორნიკე ცუდად ხარ, წამოდი რა. - ვბრაზდებოდი.

- დამშვიდდი. - მხარზე ხელი გადამხვია. გარეთ გავედით, იქვე ახლოს სკვერში შევედით.

- ასე ძალიან რატომ დათვერი?

- იმიტომ რომ მტკივა. - გულზე ხელი მიიდო. - აი აქ ძალიან მტკივა, ძალიან მატკინა ანანომ.

- თორნიკე, მესმის.

- შენ არაფერი არ გესმის. - ვცდილობ არ მეწყინოს. ის ხომ მთვრალია. - ალბათ ფიქრობ ბიჭია და არ შეშვენისო, ბიჭს არც ტირილი არ შეუძლია. ძალიან მატკინა გული. ვერ ვიტან მის სახეს, გული მერევა, ყოველთვის ის სცენა დამიდგება თვალწინ როგორ იდგა და ... - ჩავეხუტე. არ შემიძლია ვუყურო როგორ იტანჯება, თითქოს მეც მისნაირად არ ვიყო. მანაც შემომხვია წელზე ხელები. - მაპატიე რა. ბოდიში. არ მინდოდა. იდიოტი ვარ.

✨მოულოდნელად შემიყვარდი✨Where stories live. Discover now