⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐

76 9 15
                                    

- ელენე არ ჩამოხვალ? საუზმეც გამოტოვე. - სახელური იწევა და მარიამის ხმა მესმის.

- არ მშიოდა.

- კარგი რაა გუშინდელის შემდეგ ასეთ ცუდ ხასიათზე რატომ ხარ? რამე მოხდა?

- არა, რა უნდა მომხდარიყო.

- მაშინ ჩამოდი რაა.

- კარგი ცოტა ხანში ჩამოვალ. - სახლში მოსვლის შემდეგ ოთახში შევედი და აღარ გამოვსულვარ.

ისიც მიკვირს როგორ გავბედე და როგორ ვუთხარი თორნიკეს რომ წვეულებაზე დავებრუნებინე. საშინლად ვგრძნობ თავს. მრცხვენია. ალბათ პირველი კოცნა ასეთია?
ისე არ მინდა მისი სახის დანახვა, მაგრამ არაფერი არ დაუშავებია. ქურდობის გარდა. კოცნა მომპარა!

ვდგები და კარადასთან მივდივარ. ფართო შარვალი და თბილი მაისური. მეტი არც არაფერია საჭირო. ოთახიდან ჩავედი. ყველა მისაღებ ოთახში იჯდა და მეც შევედი.

- ელენეე, გვეღირსა! - ამოისუნთქა ნენემ. თორნიკე მოყურებს. რა უნდა?!

- გუშინ ძალიან დავთვერი და მალე დავიძინე. - თავი ვიმართლე და ლუკას გვერდით ჩამოვჯექი. - რაზე საუბრობდით?

- მე და ნენეს გვინდა დღეს ნათესავები მოვინახულოთ. შენც წამოხვალ?

- მე ცოტა შეუძლოდ ვარ და დავრჩები.

- ბიჭო თქვენ მოხვალთ საღამოს?

- ნწ, იქ დავრჩებით დღეს და ხვალ დილით მოვალთ.

- წავიდეთ ხო რაღას ვუცდით? - ნენემ იოანეს შეხედა, იოანემაც თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა. ორივე თვალის დახამხამებაში ოთახიდან გაქრა.

- ელენე რაღაც უნდა გითხრა, წამო ოთახში. - მარიამიც წამოდგა. სამზარეულოში შევედით.

- აბა?

- შენ და ჩემ ძმას შორის რამე მოხდა?

- ...

- ძალიან გთხოვ ნუ მიმალავ. მოხდა რამე?

- არა.

✨მოულოდნელად შემიყვარდი✨Where stories live. Discover now