~ 9 ~

353 40 19
                                    


Kristen's pov:

აივანზე ვიდექი, დიდი ფინჯანი ყავით ხელში, როდესაც ჰოსოკი დაფეთებულივით შემოვარდა. რეფლექსურად შიშისგან შევხტი, სანამ გავაანალიზებდი, რომ ეს ჰოსოკი იყო და საფრთხე არ მემუქრებოდა, თუმცა ცხელი ყავა მკლავზე მაინც გადამესხა და კანი დამეწვა.

ფინჯანი მაშინვე გამივარდა ხელიდან, აივნის იატაკს დაეხეთქა და გასკდა. ჰოსოკს ნახევრად ბრაზით და ნახევრად შეშინებული გადავხედე, ის კი შუშის თვალებით მომჩერებოდა. ისეთი შეშინებული აღარ იყო, როგორც ცოტახნის წინ, სულ რამოდენიმე წამით რომ ჩანდა, აივანზე მოულოდნელი შემოვარდნისას.

ზუსტად იმ წუთში გამახსენდა მისი თვალები, როცა დამწვარ მკლავზე თითები მოვიჭირე და სიმწრისგან რაღაც გაურკვეველი ხმა ამოვუშვი.

ჰოსოკის თვალები. ისინი შიშისგან ლამის ბუდეებიდან ამოსცვენოდა. ნუთუ ჩემს გამო შეეშინდა ასე? ეგონა, რომ სახლი დავტოვე და გარეთ საფრთხის ქვეშ მარტო დავრჩი? თუ ეგონა, რომ ვინმემ რამე დამიშავა? ეგონა, რომ მომკლეს? ჩემს გამო აღელდა ასე?

გულში რაღაც უცნაური გრძნობა გამიჩნდა. სხეულში სითბო ჩამეღვარა. მაშინ როდესაც დედასაც კი არ ვყვარებივარ არასდროს, სულ რაღაც ერთი კვრის გაცნობილი ბიჭი ჩემს სიცოცხლეზე ღელავდა.

მას შემდეგ, რაც დამინახა, დამშვიდდა, მაგრამ ცოტათი მაინც ვატყობდი ნერვიულობას. თითები ოდნავ უკანკალებდა და ტუჩები უთრთოდა. სიტყვის უთქმელად გამომართვა ხელი, დამწვარ მკლავზე გრილი ტუჩებით მაკოცა და თვალებში შემომხედა

- რა მოხდა, აღელვებული ჩანხარ - ვკითხე და გაღიზიანებისგან წარბები შევკარი

- მეგონა წახვედი.. - ხმადაბლა მიპასუხა

- ხომ დაგპირდი, რომ არსად წავიდოდი - მკერდზე მივეხუტე, ლოყით მის ძლიერ მხარს მივეყრდენი

- არ მინდა დაშავდე - ხელისგულით თავზე მომეფერა მაშინ, როცა მისი ტუჩები შუბლზე შემეხო - სერიოზულ საფრთხეში ხარ

Kamu telah mencapai bab terakhir yang dipublikasikan.

⏰ Terakhir diperbarui: Oct 03, 2023 ⏰

Tambahkan cerita ini ke Perpustakaan untuk mendapatkan notifikasi saat ada bab baru!

თანოსი || J.H.O Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang