~ 2 ~

1.3K 97 36
                                    

A GROUP OF HACKERS - "THANOS"

სამშაბათი დღე იდგა. სამსახურში 15 წუთით დავაგვიანე. თათბირის შემდეგ კაბინეტში კრიმინალიტების ჯგუფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩენი გამომეცხადა

- შენ რა თათბირზე ფლირტი მიზანშეწოლილ საქციელად მიგაჩნია? - ეს კაცი იმდენად მაღიზიანებდა, რომ არა სამსახურის დაკარგვის შიში, მზად ვიყავი სახეში წიხლი მეთავაზებინა.

- ფლირტი? - გაღიზიანებული კითხვისნიშნით შევხედე

- თაიგული გამოგიგზავნეს - გამოაცხადა დიდის ამბით და ზემოდან შემომხედა

- და ეს ჩემი შეცდომაა? - გაღიზიანების მიუხედავად, თავი მოვთოკე.

- დიახ, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში შენი პასუხისმგებლობაა. მუშაობის დროს დისციპლინა და წესრიგი მოგეთხოვება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა გიჭირავს კრისტენ.

- მშვენიერია პატივცემულო ჩენ. ყოველთვის შეიძლება ადამიანმა თქვენგან რაღაც ახალი ისწავლოს. მხოლოდ ახლახანს ვიგრძენი ჩემი სამუშაოს და დავალებული საქმის პასუხისმგებლობა, დიდი მდლობა.

- ეს რა სარკაზმი იყო?

- შესაძლოა

- ნუთუ?

- თურმე თქვენ, სამხრეთ კორეაში არსებული წამყვანი და წარმატებული აშშ-ს უსაფრთხოების საიდუმლო სამსახურის ჰოლდინგის ერთ-ერთი მთავარი დეპარტამენტის უმფროსი, ჩვეულებრივ თავაზიანობას და ფლირტს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებთ. ახლა უკვე ვხვდები, რომ მამაკაცებს ხშირად სასურველი რეალობად მიაჩნიათ და უბრალო ღიმილსც კი მათთვის სექსუალური ხასიათი აქვს.

- მოეშვი სისულელეების როშვას და შენი სამუშაო შეარულე! - სიტყვაში ჩაიჭრა და შესაბამისი პასუხი რომ ვერ მოიფიქრა, აგრესიაზე გადავიდა.

დიახ, ეს თავის დაძვრენის ხერხია, როდესაც არგუმენტები გელევა და საუბარში იჭრები. დიდი სიამოვნებით გავასწორებდი მიწასთან და ნერვებზე მოვშლიდი, თუმცა ახლა ამ კაცის მოსმენის არც ხალისი მქონდა და არც დრო.

თანოსი || J.H.O حيث تعيش القصص. اكتشف الآن