~ 4 ~

977 110 38
                                    

გაშტერებული ვუყურებდი ამ ბიჭს და ვცდილობდი მისი დაჟინებული ცქერისგან თავი შემეკავებინა, მაგრამ თავს ძალას ვერ ვატანდი ეს გამეკეთებინა.

ზუსტად ამ დროს, როდესაც მე მის იდეალურობაზე ვფიქრობდი, ჰოსოკმა მანქანა უზარმაზარ ვილასთან შეაჩერა და დიდი დამცავი ჭიშკრის წინ ციფრული კოდი შეიყვანა.

როდესაც გამოვერკვიე სად ვიყავი, თვალებს არ დავუჯერე.

ნამდვილად შევცდი მის შეფასებაში, რადგან ის ადგილი, სადაც ახლა მივედით, მილიარდელის სახლს გავდა.

ეზოში სახლამდე დიდი ბილიკი გადიოდა. მარცხენა მხარეს მთლიანად ავტოფარეხები იყო ჩამწკრივებული, საიდანაც შავი ფერარი და ვერცხლისფერი ლამბორჯინი მოჩანდა.

ეზოს მარჯვენა მხარეს ლამაზი მაგიდა და სკამები ელაგა, სადაც ალბათ თბილ ამინდში დილით საუზმეს მიირთმევდნენ.

სახლის სიგანეზე, მარჯვენა მხარეს, დიდი აუზიც იყო.

როდესაც სახლთან მივედით, ჰოსოკმა კარზე არსებულ ციფრულ ლოკერზე კოდი შეიყვანა და სახლში შემიძღვა.
ირგვლივ ყველაფერი ძალიან ძვირადღირებული იყო.

თვითონ სახლში შესვლისთანავე ფეხსაცმელი გაიხადა და მაცივრიკენ წავიდა, საიდანაც რამოდენიმე ბოთლი წყალი გამოიღო და ისევ ჩემსკენ წამოვიდა.

სანახაობისგან ჯერ კიდევ გაშტერებული სახით დაუდევრად გავიხადე ჩემი პრადას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მოწოდებული წყლის ბოთლები გამოვართვი.

- ბევრი წყალი დალიე და მალე გამოფხიზლდები. არ ვაპირებ ჩემს სახლში მთვრალ გოგოსთან საუბარს

- ჩემს ნათქვამზე გაბრაზდი და სიუხეშით სამაგიეროს მიხდი? - ვერ მოვითმინე და ვუთხარი. მზერა პირდაპირ გამისწორა და მისი გამოხედვისგან გამოწვეულმა სასიამოვნო გრძნობამ მუცელში დამიარა.

- არა, უბრალოდ მთვრალ და არაადეკვატურ ხალხს, განსაკუთრებით გოგონებს, ვერ ვიტან.

თანოსი || J.H.O Where stories live. Discover now