~ 7 ~

603 61 19
                                    

author's pov:

დილის სითეთრე ფანჯრებში შემოიჭრა და ოთახში არეულ საწოლს თავისი სხივები მოაფინა.

მკვეთრი სინათლე დაეცა ჰოსოკის ხელს, რომელიც კრისტენის შიშველ მკერდზე მჭიდროდ ჰქონდა შემოხვეული. თავისი ხელის მტევანში ჰქონდა მოქცეული მისი სავსე მკერდი. ბიჭი ზურგიდან ეკრობოდა გოგოს სხეულს.

აბრეშუმის გადასაფარებელი ერთმანეთზე მიკრულ ორი სხეულს მხოლოდ ნახევრად ფარავდა.

ჰოსოკის ტორსი კრისტენის წელსა და საჯდომს ეკვროდა. მისი ძლიერი გულ-მკერდი გოგოს მოშიშვლებულ მხრებს ჩახუტებულიყო. ბიჭის მკლავები და ბიცეფსი კრისტენის წელს ჰქონდა შემოხვეული, სახით კი მის აბრეშუმის თმაში ეფლობოდა და ვარდისა და ლავანდის სურნელს ისუნთქავდა.

ეს საოცარი იდილია კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა რომ არა ტელეფონის ზარის შემაწუხებელი ხმა, რომელსაც პასუხი არავინ გასცა და საბედნიეროდ მალევე დადუმდა.

კრისტენი შეიშმუშნა და შეწუხებულმა იბრუნა საწოლში პირი, რა დროსაც სახით ჰოსოკისკენ აღმოჩნდა. ბიჭს უკვე გაღვიძებოდა. მშვიდად უცქერდა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფ გოგოს, რომელიც მის საწოლში იწვა და მშვიდად ფრუტუნებდა.

კრისტენი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა, როცა მეორე სხეულის შეხება ვეღარ იგრძნო და ხელების ფათურით მოძებნა საწოლში ვინც ეგულებოდა. ჰოსოკს გაეღიმა და მის შეხებაზე თვალები მინაბა. ახლოდან დააცქერდა კრისტენის პატარა, მაგრამ ოდნავ კეხიან ცხვირს, აბრეშუმივით რბილ და კრიალა სახის კანს, პატარა ყურებს, რომლებსაც შავი და გრძელი ტალღოვანი თმა უმალავდა. ალუბლისფერ და წვიან ტუჩებს, რომლებიც საკოცნელად იხმობდნენ. კრისტენმა ღრმად ამოისუნთქა და გამშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა. ჰოსოკს სურვილმა სძლია და თითები გადაუსვა მის ნერწყვით დასველებულ ტუჩებს. უნდოდა ეკოცნა, მაგრამ უცბად გამოერკვია. თითქოს სხეულში ვიღაცამ მაღალი ძაბვით უბიძგაო.

თანოსი || J.H.O Where stories live. Discover now