~ 1 ~

1.4K 110 16
                                    


ჩემი სამსახური ყოველთვის გამომარჩევდა ყველა იმ ადამიანისაგან, რომელთა წრეში ვტრიალებდი და რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ ცხოვრებისგან რაც შეიძლებოდა მეტი სიამოვნება მიეღოთ.

მე კრისტენი მქვია და აშშ-ს საიდუმლო უსაფრთხოების სამსახურში, კერძოდ სამხრეთ კორეის შტაბში, იურისტთთა განყოფილებაში ვმუშაობ.

წელს ამაზე მეტიც კი მივიღე.
დამაწინაურეს და ახლა იურისტთთა განყოფილების რიგითი თანამშრომელის ნაცვლად, განყოფილების უმფროსის და მთავარი იურისტის წოდება მქონდა, რადგან ერთ-ერთი სერიოზული საქმე მოვიგე სასამართლო პროცესზე, რაც უნდა ითქვას, რომ ბევრ მუშაობად და ღამეების თენებად დამიჯდა.

ძალიან მემაყებოდა ის სტატუსი, რომელიც ბეიჯზე ჩემი სახელის ქემოთ ეწერა და რასაკვირველია ვიმსახურებდი კიდეც. თუმცა იმაზე მეტად ღრმად შევტოპე, ვიდრე ვფიქრობდი.

ჩემი სტატუსის ამაღლებასთან ერთად, ჩემი მოვალეობები და პასუხისმგებლობებიც გაიზარდა, რაც რაღათქმაუნდა მოსალოდნელიც იყო.

ყველას უკვირდა, როგორ შეიძლებოდა 25 წლის გოგოს ამხელა წარმატებისთვის მიეღწია და მას ამ ასაკში ყველაფერი ჰქონდა, რისთვისაც ისინი წლების განმავლობაში იბრძოდნენ.

აშშ-ს საიდუმლო უსაფრთხოების სამსახურში ძირითადად ორმოც წელს გადაცილებული თანამშრომლების სიუხვე იგრძნობოდა და იშვიათი იყო ამ სამსახურს ახალგზარდა პერსონალი ჰყოლოდა. რამდენადაც უხეშადაც უნდა ჟღერდეს, ეს მოვლენა გასაკვირი საერთოდ არ არის, რადგან ეს იყო უდიდესი საერთაშორისო და გასაიდუმლოებული სამსახური, სადაც ნებისმიერი ადამიანი ვერ მოხვდებოდა.

როგორ მოვხვდი აშშ-ს საიდუმლო უსაფრთხოების სამსახურში?
ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ძალიან დიდი და შრომატევადი გზა გამოვიარე.

თავიდან, როდესაც დიპლომი ავიღე, ჩვეულევრივ საადვოკატო ფირმაში დავიწყე მუშაობა, სადაც უაზრო და დამღლელ საქმეებს მტენიდნენ, როგოროებიც იყო მაგალითად, განქორწინება, პირადი საკუთრების დაცვა, წვრილმანი ქურდების საქმე და მსგავსი ბანალობები.

თანოსი || J.H.O Där berättelser lever. Upptäck nu