1

1K 32 8
                                    

- ჩვენ ერთად ვერასოდეს ვიქნებით?
- შენ აირჩიე ეს გზა
- მე არ ამირჩევია ეს გზა, მე ბედნიერება მინდოდა
- საწყენია ხანდახან ოცნებები რომ არ ხდება სანი
- მშვიდობით
- Მშვიდობით

🟥⬛🟥⬛🟥⬛🟥⬛🟥⬛🟥⬛🟥⬛🟥⬛

- ადექი სანი უნივერსიტეტში გაგვიანდება ( ჯივუ )

-ვდგები დე

*შემომესმა Დედას ტკბილი ხმა რომელიც ყოველ დილით ცდილობს გამაღვიძოს, დიდი დროც არ დასჭირვებია გამზადებაში, ხელ-პირი დავიბანე და სპორტულ ჩავიცვი დაბლა ჩავედი და სუფრას მივუჯექი, მამა როგორც ყოველთვის სუფრის თავში ზის, დედა კი მამას მარჯვნივ მე კი მარცხნივ უნდა დავჯდები ეს ჩვენი წესია ყოველ დილით ასე ვსაუზმოვთ, ვსადილობთ და ვახშმობთ*

- დილამშვიდობისა ( სანა )

- დილამშვიდობისა დე ისაუზმე და უნივერსიტეტში წადი შემდეგ კი პატარა საქმე გვაქვს მე და მამაშენს და როგორც კი ლექციები დაგიმთავრდება არ დაიგვიანო სახლში და მალე მოდი

*დედას გავუღიმე და ჭამა დავიწყე, მამას გავხედე და როგორც ყოველთვის ზედ არ მიყურებდა, მამა ზოგადად ჩემს მიმართ ძალიან ძალიან ცივია, იმას ვერ დავაბრალებ მამა მაფიის ბოსია და მკაცრი და ცივია თქო სულაც არა სხვა მაფიის ბოსებს რომ ვხედავ ისინი შვილების მიმართ ძალიან თბილები არიან მაგრამ მამა არ არის ასე დღეები ისე გავა ის საერთოდ არ დამელაპარაკება მეც დიდად არ შევდივარ მასთან კონტაქტში*

* ჭამა Დავამთავრე დედას ჩავეხუტე და უნივერსიტეტში წავედი. ძალიან მინდა ჩემს პროფესიას გავყვე და სამედიცინოზე ჩავაბარო თუ მამა ხელს არ შემიშლის, მამას არ უნდა რომ ვისწავლო ამიტომაც მამა მითხრა უნივერსიტეტში ბიჭებს და გოგოებს არ უნდა დაველაპარაკო, მეც Ვუჯერებ თუ არ დავუჯერებ ვიცი არაფერი დამემართება კარგი ამიტომ სხვა გზა არ მაქვს, აი დედა კი ხელს სულ მიწყობს უნდა რომ ვისწავლო, სიყვარულით დავქორწინდე, უნდა რომ წარმატებული გავხდე ჩემი საქმით და ამბობს რაც არ უნდა მოხდეს იმედი არ დავკარგო*

* უნივერსიტეტში მივედი დღეს ბევრი ლექციები არ მქონია ამიტომ სახლში მალევე დავბრუნდი*

სანი - დედა მოვედიიი, სად ხარ?

ჯივუ - კარგი ზევით ადი ოთახში შენი ტანსაცმელი დევს ჩაიცვი და დაბლა ჩამოდი სტუმრები გვეყოლება Დღეს

სანი - ვინ სტუმრები დედა?

ჯუვუ - მამას თანამშრომლები ამიტომ ჩაიცვი და მალე მოვᲐ სტუმრები

*დედას გავუღიმე და ზევᲘთ ავედი, ტანსაცმელი ჩავიცვი, კარგია რომ გრძელი კაბაა Არ მინდა ჩემი დალურჯებები გამოჩნდეს*

* დაბლა ჩავედი და მამას თანამშრომლები უკვე მოსულები იყვნენ, ყველას თავი დავუკარი და სუფრას მივუჯექი, როგორც ყოველთვის სუფრაზე ხმა არ ამომიღია მამა სულ მეუბნებოდა როდესაც ხალხმრავალი ადგილი იქნებოდა ხმა არ უნდა ამომეღო, როდესაც ვკითხე თუ რატომ უნრალოდ დამარტყა, მიჩვეული ვარ ამიტომაც ეს ჩემთვის არაფერი იყო, ამიტომ ამის შემდეგ ხმას არ ვიღებ არსად*

* რა თქმა უნდა მამას თანამშრომლები საუბრობდნენ იარაღების მართვაზე და რა თქმა უნდა მამას აქებდნენ რომ ის საუკეთესო იარაღების მართველია და ზოგადად საუკეთესოა, Აქ ჯდომას ყველაფერი მერჩივნა კიდევ კარგი სტუმრები მალევე წავიდნენ მე კი დედას ჩავეხუტე ტკბილი ძილი ვუსურვე და ჩემს ოთახში ავედი, კაბა გავიხადე და ეგრევე დავწექი საშინლად დაღლილი ვიყავი*

მაფიის ანგელოზი ! (დასრულებული)Where stories live. Discover now