როგორც კი ჩვენი ერთმანეთში ახლართული თითები დაინახა მაშინვე გაჩერდა

ბომი: მაპატიეთ? ეს ხუმრობაა?
თეჰიონი: ბომი მე გითხარი რომ...
ბომი: მისმინე პატარავ, ორი დღის წინ რაც მოხდა იმის გამო ვწუხვარ, არ უნდა მეყვირა, სულ შენზე ვფქრობდი ძალიან მომენატრე
თეჰიონი: ბომი მიხარია რომ ბოდიში მოუხადე, გამოსაშვებზე ჩემი მეწყვილე ნიკოლია
ბომი: მაგრამ შენ დამპირდი თეჰიონ, შენ თქვი რომ წამიყვანდი, შენი შეყვარებული მე ვარ და არა ეს ნაგავი
თეჰიონი: კარგი ბოდიში... ბოდიში ნიკოლ მე მას დავპირდი რომ გამოსაშვებზე ჩემი მეწყვილე იქნებოდა

ყალბ ღიმილს ვუგზავნი

ნიკოლი: კარგი შეგიძლია მასთან ერთად წახვიდე
თეჰიონი: სხვას იცნობ ვინც გამოსაშვებ საღამოზე წაგიყვანს?
ნიკოლი: კი შენ უბრალოდ წადი და ისიამოვნე, მე მოგვიანებით მოვალ

ვუყურებ როგორ მიდიოდა თეჰიონი ბომისთან ერთად, თეჰიონი უკან იხედება და მიღიმის

მესამე პირის POV:

მას შემდეგ რაც თეჰიონი წავიდა ნიკოლი ცდილობს ცრემლები შეიკავოს

მან მოატყუა თეჰიონს როცა უთხრა რომ გამოსაშვებზე მიიყვანდნენ

ხელისგულს მუცელზე იდებს

ნიკოლი: კარგი პატარავ როგორც ჩანს დედა არ აპირებს გამოსაშვებზე წასვლას, მამაშენმა ისევ თავისი შეყვარებული აირჩია... რამე მაკლია? როგორც ცოლს? როგორც მეგობარს? როგორც ქალს? როგორც ადამიანს?... არ მესმის რა დავაშავე პატარავ? მთელი ღამე მასზე ვზრუნავდი სანაცვლოდ რა მივიღე?

უცებ კარზე ზარის ხმა ისმის, ის ფეხზე დგება და კარისკენ მიდის, კარში კი ლამაზი ბიჭი ხვდება

მარკი: გამარჯობა ჰან ნიკოლ
ნიკოლი: გამარჯობა მარკ ტუან
მარკი: ლამაზად გამოიყურები, წავიდეთ
ნიკოლი: სად მივდივართ?
მარკი: გამოსაშვებზე
ნიკოლი: რა? მოიცადე მეწყვილე არ გყავს?
მარკი: გადავწყვიტე შენთან ერთად წავსულიყავი
ნიკოლი: ოჰ... ბოდიში მარკ, უბრალოდ არ მინდა წამოსვლა არ ვარს კარგ ხასიათზე
მარკი: ვფიქრობ გამოსაშვებს პრინცესა სჭირდება

მარკმა ხელი გაუწოდა ნიკოლმაც ჩასჭიდა ხელი და იქ წავიდნენ სადაც გამოსაშვები საღამო ტარდება

ნიკოლი და მარკი დარბაზში შედიან, თეჰიონი კი შოკში ვარდება როცა მათ ერთად ხედავს

ბომი: თაე ასე შოკირებული რატომ ხარ?
თეჰიონი: არაფერი

თეჰიონი უხეშად პასუხობს

თეჰიონს გული სტკივა როცა ნიკოლს მარკის გვერდით ასეთ ბედნიერს ხედავს

თეჰიონი ხედავს როგორ მიდიან ნიკოლი და მარკი საცეკვაოდ, გრძნობს როგორ უდუღს სისხლი როცა უყურებს როგორაა შემოხვეული მარკის ხელები ნიკოლის წელზე

თეჰიონი დგება და მათკენ მიდის

თეჰიონი: ბოდიშს ვიხდი ასეთი მომენტის გაფუჭებისთვის მაგრამ ნიკოლს 5 წუთით მოგპარავ

მარკი ნიკოლს უყურებს, ნიკოლი კი თავს უქნევს არწმუნებს რომ კარგად იქნება

ნიკოლი: რა გინდა თეჰიონ?
თეჰიონი: გუშინდელზე მინდა რაღაც გითხრა
ნიკოლი: გისმენ
თეჰიონი: არსებობს მიზეზი რის გამოც ასე მოვიქეცი, ეს მოგონების გამო გავაკეთე
ნიკოლი: მოგონება?
თეჰიონი: დაახლოებით...

სწორედ მაშინ როცა თეჰიონი მოყოლას იწყებდა მარკმა შეაწყვეტინა

მარკი: ვფიქრობ ახლა შემიძლია ნიკოლი წავიყვანო
თეჰიონი: 5 წუთი არ გასულა მარკ
მარკი: ნება მომეცი ჩემი მეწყვილე დავიბრუნო, შენ შენს შეყვარებულთან წადი
თეჰიონი: კარგი წაიყვანე
ნიკოლი: მოიცადე თეჰიონ
მარკი: მოდი ნიკოლ, არ ღირს

MY PERVERTED HUSBAND Where stories live. Discover now