20

299 26 0
                                    

ნიკოლის POV:

უკვე ერთი თვეა რაც დავქორწინდი, გამოცდები ახლოვდება, სულ რამდენიმე კვირა დარჩა სკოლის დასრულებამდე

გამოსაშვებზე ჯერ კიდევ ვფიქრობ, ჯერ არ გადამიწყვეტია წავიდე თუ არა, არავინ არ მყავს ვისთან ერთადაც იქ წავალ, ჯიმინთამ ერთად ვერ წავალ რადგან ალბათ ჩემთან ურთიერთობა აღარ სურს, თეჰიონთამ ერთად წასვლას კი ნამდვილად არ ვაპირებ

მაინტერესებს რომელ საათზე მოვა თეჰიონი სახლში ვახშამი მოვამზადე, მარტო ჭამა კი არ მიყვარს

უცებ ტელეფონი რეკავს, ტელეფონს დავხედე და დავინახე ქალბატონი კიმის სახელი, ამ დროს რატომ მირეკავს? იმედი მაქვს ყველაფერი კარგადაა, მაშინვე ვპასუხობ ზარს

ნიკოლი: გამარჯობა
ქალბატონი კიმი: ოჰ... გამარჯობა საყვარელო კარგად ხარ?
ნიკოლი: დიახ კარგად ვარ ქალბატონო, თქვენ როგორ ხართ?
ქალბატონი კიმი: მშვენივრად ვარ გმადლობ, უბრალოდ იმისთვის დაგირეკე რომ მეთქვა 15 წუთში მოვალ, მხოლოდ მე ვიქნები ასე რომ არ ინერვიულო
ნიკოლი: ძალიან კარგია მობრძანდით
ქალბატონი კიმი: გმადლობ საყვარელო, ძალიან მინდა ორივეს ნახვა, 15 წუთში გნახავ ნახვამდის ნიკოლ

თეჰიონს ვურეკავ რადგან ვუთხრა რომ სახლში დაბრუნდეს

იმის მაგივრად რომ გამარჯობა მითხრად ცივი ტონით მელაპარაკება

თეჰიონი: რა?
ნიკოლი: ახლავე სახლში უნდა მოხვიდე
თეჰიონი: მაიძულებ?
ნიკოლი: დედაშენი 15 წუთში აქ მოვა, მისთვის არ მითქვამს რომ შენ სახლში არ ხარ
თეჰიონი: რა...

სანამ რამეს იტყოდა ტელეფონი გავთიშე

მესმის კარის გაღების და დაკეტვის ხმა, ვხედავ თეჰიონს რომელიც სახლში გაბრაზებული გამომეტყველებით შემოდის, ამჯერად რა დავაშავე?

თეჰიონი: არ მატყუებ არა?
ნიკოლი: რატომ უნდა მოგატყუო? და ასე ნუ მიყურებ

MY PERVERTED HUSBAND Where stories live. Discover now