[1]

34 2 0
                                    

ოთახში შესვლისას ვხედავ ჯონქუქს, როგორც ყოველთვის თეჰიონზე ჩამოკიდებულია. მე მათ ყურადღებას არ ვაქცევდი არ ვუყურებდი და არც ისინი მიყურებდნენ, ვეჭვიანობდი, ცოტა ხანი ვვარჯიშობდი სარკის წინ სანამ სარკეში არ დავინახე ჯონქუქის თვალები რომლებიც უცნაურად მიყურებდნენ, მაგრამ რატომ არ ვეუბნეოდი მას არაფერს? უცებ ცივი მზერა ვესროლე და თვალი ამარიდა.
კიდევ ცოტა ხანს ვცეკვავდი, ჰობი მოვიდა და მხარზე ხელი დამადო, მე მას შევხედე

-რახდება ჰობი?
-ნამდვილად არაფერი ჯიმინ, მაგრამ გეტყობა ცუდ ხასიათზე ხარ, რამე გჭირს?
-არაფერი უბრალოდ ვვარჯიშობ

იქნებ უბრალოდ გადავიდე ჯონქუქისგან და უბრალოდ დავივიწყო ის. ჰობის უკნიდან ჩავეხუტე ვგრძნობდი მისი მკერდის ვიბრაციას როდესაც იცინოდა, შემდეგ კარიდან ოდნავ ფეხის ხმა გავიგე.

Jongkook pov:

მან მე თვალი ამარიდა როცა ჩვენი თვალები სარკეში რამოდენიმე წამით ერთმანეთს შეხვდა, სწორედ მაშინ მივხვდი რომ ის ჩემზე გაბრაზებული იყო, იმ მომენტში ისეთი ცნობისმოყვარე ვიყავი ისე მაინტერესებდა რატომ არ მაქცევდა ყურადღებას გადავწყვიტე მასთან მივსულიყავი და მეკითხა რატომ მაგრამ, თეჰიონმა უცებ რაღაცაზე დაიწყო ლაპარაკი ოდნავ გავუღიმე და შევეცადე მომესმინა რას ამბობდა, სანამ ჩემი ყურადღება ახალშემოსულ ჰოსოკზე არ გადავიდა, ის ჯიმინთან მივიდა რამოდენიმე სიტყვა გაცვალეს ერთმანეთში, შემდეგ ჯიმინი უცბად ჩაეხუტა და თან იცინოდა,
ვიგრძენი როგორ დამეჭიმა მუცელში რაღაც ეს ეჭვიანობა იყო თუ გაბრაზება? ვცდილობდი ისე მოვქცეულიყავი თითქოს არ მაინტერესებდა, როცა წყლის ბოთლს დავავლე ხელი დასალევად, რატომღაც ოთახიდან გავედი და გარეთ სკამზე დავჯექი მხოლოდ და მხოლოდ ჯიმინზე ვფიქრობდი.

Jimin pov:

რამდენიმე საათიანი დამღლელი ვარჯიშის შემდეგ სახეზე ოფლის წვეთები დასრიალებდნენ, ამოვისუნთქე და გარეთ გამოვედი დავინახე ჯონქუქი რომელიც იქვე სკამზე იჯდა, ვცდილობდი ნორმალურად მოვქცეულიყავი და მისკენ მშვიდად წავედი.

-ჰეი ჯონქუქ
-ჰეი
მის ხმაში დიდი სევდა იყო მაგრამ ვცდილობდი ეს არ შემემჩნია.
-აქ რას აკეთებ?
- არაფერს უბრალოდ ვისვენებ, გეტყობა ბევრი გივარჯიშია დალიე უკვე რამე ჯიმინ?
ის დაძაბული მიყურებდა
-არ დამილევია
-წყალი გჭირდება? ოთახში არ იყო?
-არაუშავს უბრალოდ წავალ
-აი, დალიე ჯიმინ ჩემი!

მან ბოთლი მესროლა, დავიჭირე და გავხსენი ერთი ყლუპი მოვსვი და მესიამოვნა, აშკარად ვგრძნობდი მის ყოფნას ჩემს უკან, უცებ ვიგრძენი ცხელი სუნთქვა ჩემს კისერზე, რაჯანდაბას აკეთებს? არ იცის როგორ მოქმედებს ჩემზე?
ვგრძნობდი მის რბილ ხმას, რომელიც ვიბრირებდა ჩემს მგრძნობიარე კანზე, მთელი სხეული სიამოვნებისგან მიკანკალებდა, მთელი სხეულით მომეკრო, ძარღვებში სისხლი გამეყინა, მთელ სხეულში ჰორმონების მოზღვავებას ვგრძნობდი, ტირილნარევი ხმით ამოვიკვნესე მისი სახელი.

-ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცევი, არ გიყვარვარ?
-მე შენ არც მყვარებიხარ ჯონქუქ

მისი ხელებიდან გამოვძვერი და წასვლა დავაპირე მაგრამ დამიჭირა და წელზე შემომხვია ხელები, აი ეს უკვე ჩემი ჰორმონებისთვის ზედმეტი იყო

-მიყვარხარ ჯიმინ
-ბოდიში, მე არ შემიძლია შენ გრძნობებზე პასუხი

უცებ ვიგრძენი როგორ აუკანკალდა ხელი და ნელ ნელა ჩემი გაშვება დაიწყო, წავედი სავარჯიშო ოთახში შევირბინე დავათვალიერე იქაურობა და როდესაც ვერავინ ვერ დავინახე გულზე მომეშვა, დაბლა დავწექი და გულზე ხელი მივიდე და ჩემს თავს ვკითხე რას მიკეთებდა ჯონქუქი, კარის გაღების ხმა მესმის იქ კი ჯონქუქი დგას და რაღაცნაირი თვალებით მიყურებს

შეგიძლია დამტოვო ჯონქუქ?

-----------------------------------------------------------

ვაჰ, მოვრჩი რამეს უნდა ველოდო ამ ფიკიდან? (იმედიმაქვსკიი)
❤️❤️

Only You/მხოლოდ შენOù les histoires vivent. Découvrez maintenant