გაურკვევლობა ორივეს სულში

150 6 3
                                    

დემეტრე

  ლიზას ზედმეტი მოუვიდა. ისედაც ნასვამი იყო, ახლა კიდე ჩემს დივანზე გაშოტილს ეძინა. მეც ბევრი მქონდა დალეული. მართალია მე არ მეძინებოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დავწოლილიყავი. მანამდე კი ლიზასთვის უნდა მომევლო. აბა ასე ხომ არ დავტოვებდი? მთავარია როგორმე ოთახამდე ისე მომეყვანა, რომ არ გაჰღვიძებოდა, თორემ ვინმე რომ აღვიძებს მაგ დროს გიჟდება ხოლმე.

   პირველ რიგში  საწოლი გავამზადე ადამიანის შესაფარებლად. არა, უბრალოდ ადამიანის კი არა, სრულფასოვანი ქალისთვის.  ოთახიდან რომ გამოვედი და ლიზას დავხედე პოზა შეცვლილი ჰქონდა. არ ვიცი ეს რის გამო მოხდა, ეღვიძა და თავს მძინარედ ასაღებდა თუ უბრალოდ ვერ მოისვენა ერთ ადგილზე. მგონი მეორე უკეთესია. ნუ ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ლიზა უსაფრთხოდ მივიყვანო დანიშნულების ადგილზე.

  დავიხარე, მუხლებით იატაკს შევეხე და ლიზას აყვანას ფრთხილად შევეცადე. როგორც ჩანს წონაში მოიმატია. არა იმას არ ვამბობ რომ ეს ცუდია. პირიქით. ახლა უფრო ლამაზად გამოიყურება. ფეხზე წამოვდექი და ოთახისკენ დავიძარი. კარი ფეხით შევაღე რადგან ორივე ხელი საბედნიეროდ დაკავებული მქონდა. ლოგინთან მივედი და ლიზა ფრთხილად მოვათავსე მის ზედაპირზე.

  ცოტახნით იმაზე ჩავფიქრდი რა ჯობდა, ტანსაცმლიანს დაეძინა თუ... მაგრამ ტანსაცმელს ვერ გამოვუცვლიდი, ამის უფლება არ მქონდა. ვეღარ გადამეწყვიტა რა მექნა. საბოლოოდ ფიქრმა და მსჯელობამ ისე დამღალა, რომ გადავწყვიტე ყველაფერი ასე დამეტოვებინა როგორც იყო, მერე შარში რომ არ გავხვეულიყავი. რაც დიდად არ გამახარებდა.

  ლიზას ისე მშვიდად ეძინა, ისეთი ლამაზი იყო. ცდუნებას ვებრძოდი, რომ არ მოვფერებოდი მის ლამაზ სახეს, ხელებს შორის არ მომექცია და ალერსიანად არ ჩამეკოცნა თითოეული უჯრედი. უკვე მტანჯავდა ყოველი უმისოდ გატარებული ღამეები, რომელიც საშინლად გაიწელა. ვიცოდი რომ მასზე ოცნებები მომიღებდა ბოლოს, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ვეწინააღმდეგებოდი. ამდენად ძლიერი ვერ გამოვდექი.
 
ცდუნებას ვერ გავუძელი და მარცხენა ხელი ლოყაზე ნაზად ჩამოვუსვი. ისეთი ნაზი კანი ჰქონდა, რომ შემაჟრჟოლა. ლამაზი სახის ნაკვთები, რბილი და გლუვი კანი, გრძელი და სუსტი თითები, მისი ხმის ტემბრი, რომელიც კაცს თავისუფლად გააგიჟებს, დაბრკოლების გარეშე, ნაზი ხვეული თმა, რომელსაც ყოველთვის უმშვენიერესი ყვავილებსი სუნი ჰქონდა, ღმერთმა მას ყველაფერი მისცა რაც კი შეიძლება სრულყოფილ ქალს ჰქონდეს, მაგრამ ლიზა ძალზედ თავმდაბალი პიროვნება გახლავთ, მას სულაც არ მიაჩნია რომ სხვა გოგოებისგან რამით განსხვავდება, შესაძლოა მხოლოდ მისი სულია ამ სამყაროს მოწყვეტილი და შირს, თვალუწვდენელ ოცნებებში გადაფრენილი. მაგრამ ძახორციელად არ მიაჩნია, რომ ვინმეზე რამით უკეთესია.

ვერსად გამექცევიKde žijí příběhy. Začni objevovat