ისტორია ეხლა იწყება

162 6 0
                                    


დილით, შვიდ საათზე გაღვიძებულს, შეტყობინება დამხვდა სესილისგან.

" დღეს მეგობრები ჩემთან შეკრებას ვაპირებთ "

" აუცილებლად უნდა წამოხვიდე ;) "

" მანქანა არ წამოიყვანო უნდა დავლიოთ "

პასუხი დავუბრუნე და ლოგინიდან წამოვდექი. ფანჯარა გამოვაღე და გარეთ გადავიხედე. სახეზე ცივმა ნიავმა დამიბერა. წვიმა ახლახანს შეწყვეტილიყო, მანქანები მისგან დატოვებულ გუბეებს შუაზე აპობდნენ. საქართველოში ავტომობილების მოძრაობა მარჯვენა მხარეს იყო, აქ კი პირიქითაა. პირველად ლონდონში რომ ჩამოვედი, გამიჭირდა მიჩვევა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიე.

ცოტახანს წვიმისგან დატოვებულ სურნელს ვისუნთქავდი, შემდეგ შხაპი მივიღე და გამზადება დავიწყე, სველი თმა რომ გავიშრე, ისეთი კარგი ფორმა მიიღო, ლამის სიხარულისაგან ხტუნვა დავიწყე, ზედმეტი დრო რომ აღარ დავხარჯე ამაზე.

ხაკისფერი კარადა გამოვაღე და ტანსაცმელი ავირჩიე. ისე ჩავიცვი რომ შემდგომში არც დამცხეს და არც შემცივდეს. ოთახიდან გასვლამდე ჟაკეტიც ავიღე, მაინც ყოველი შემთხვევისთვის. სამზარეულოში შევედი და მსუბუქად ვისადილე სათს რომ დავხედე მაგვიანდებოდა და ყავის ყიდვა გზაში გადავწვიტე, მერე ისევ ოთახში დავბრუნდი, კარი მივხურე და მას მივეყრდენი, თეთრი კედლები შევათვალიერე, ავეჯი ღია ხაკისფერი იყო. უმშვენიერესი შეხამებაა ეს ორი ფერი.

ჩემ სამუშაო მაგიდას გავხედე, მის ზემოთ მოთავსებულ, ფილმებისა და მუსიკალური ჯგუფების პოსტერების, ჩემს განძს, მთლიან სახლში.
ოთახს ისე მიმშვენებდნენ, და თან, მათი დანახვა ყოველთვის ისე მიხაროდა რომ რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვყოფილიყავი მათი სილამაზე მაინც მხიბლავდა. ბავშვობაში რომ ვოცნებობდი ზუსტად ისეთი ოთახი მაქვს. ტყუილია როცა ამბობენ ოცნებები არ ხდებაო, მე უკვე საკმარისად ბევრი ოცნება ავიხდინე, მაგრამ კიდევ ბევრი დამრჩა, აბა სიცოცხლე რისთვის ღირს ჩემი სახლი ნამდვილ ბიბლიოთეკად რომ არ მექცია, იქიდან ნახევარზე მეტი წაკითხული არ მაქვს მაგრამ ჯერ კიდევ დიდი ხნის სიცოცხლე მიწერია და აუცილებლად მოვასწრებ დანარჩენების წაკითხვასაც, ისედაც მთელი ჩემი თავისუფალი დრო მაგას მიაქვს.

ვერსად გამექცევიKde žijí příběhy. Začni objevovat