უკანასკნელი იმედი

120 7 0
                                    

ისეთი მთვრალი ვიყავი ტანსაცმელი ძლივს ჩავიცვი. უკვე ყველა დაშლას აპირებდა, მეც მათ შორის.

სტივენმა ტაქსში ძლივს ჩამტენა.

- მისამართი უთხარი და მიგიყვანს.

- არ მახსოვს - დანანებით გავაქნიე თავი. სტივენმა სიცილი ატეხა. იმხელა ხმაზე იცინოდა მეზობლები გამოვიდნენ რა ხდებაო.

- რა გაცინებს? ვერ ხედავ ხალხს აწუხებ. შენ თუ უძილობა გაწუხებს რა იმათი ბრალია ღამის ორ საათზე რომ აღვიძებ?

- ვერ ხედავ, ისე დათვრი საკუთარი სახლის მისამართი აღარ გახსოვს - სიცილი ძლივს შეწყვიტა, მაგრამ მაინც ყურებამდე გაღიმებული იდგა მანქანის გვერდზე - მიდი ცოტა დაფიქრდი, ტვინი გაამოძრავე იქნებ გაგახსენდეს. თორემ მე კი არა შენ მოგიწევს გარეთ ამ სიცივეში გათენება - ირონული ღიმილიც არ დავიწყებია.

მანქანას სესილი მოუახლოვდა. ის ყველაზე ფხიზლად გამოიყურებოდა. მანქანაში თავი შემოყო და მძღოლს ჩემი სახლის მისამართი უთხრა.

- შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა?

- არც არაფერი. დიდი დიდი გარეთ გაგეთია ერთი ღამე, მეორე დღეს პახმელიაზე იქნებოდი და წვნიანსაც არავინ გაჭმევდა.

- ეგრე ყოფნა არ მინდა - დავიწუწუნე.

- უკვე აღარც იქნები - სესილიმ თავზე ხელი მსუბუქად გადამისვა - ისეთი მთვრალი ხარ ჯობია მალე მიხვიდე და დაიძინო. დროთა განმავლობაში დაგირეკავ და შეგამოწმებ ხოლმე. სახლში რომ მიხვალ არც შენ დაგავიწყდეს დარეკვა, შემატყობინე როგორ იქნები. გაიგე?

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. სტივენმა კარი მომიხურა და როგორც იქნა მძღოლმა დაძრა მანქანა.

დარჩენილი გზა როგორ გავიარეთ არ მახსოვს. როგორც ჩანს ჩამძინებოდა. მძღოლის ხმამაღალმა ხმამ გამომარკვია - ადგილზე ვართ.

მანქანიდან გადმოვედი და სადარბაზოში ბარბაცით შევედი. ლიფტი ძლივს გამოვიძახე. საბოლოოდ თავი მერვე სართულზე ამოვყე. ჩემი ბინის კარებთან ავეყუდე. ნახევრად მეძინა. ძლივს ვაზროვნებდი. სახელური ჩამოვწიე და კარს შიგნით მივაწექი. ჩემდა გასაკვირად არ გაიღო. მერე სიცილი ამიტყდა, ნეტა რა მეგონა გასაღების გარეშე როგორ გავაღებდი? ბოლოს და ბოლოს გამოცდილი ქურდი ხომ არ ვარ. ჯიბეები მოვიქექე, გასაღებს ვეძებდი. არსად არ იდო. მერე ჩანთაშიც უნდა მომეძებნა, მაგრამ ხელში არ მეჭირა, არც ძირს იდო, და მგონი მანქანიდანაც არ გადმოტანია. ყველა საჭირო ნივთი იქ მედო, ფულიც, ბარათებიც, სახლის გასაღებიც. ერთადერთი ტელეფონი შემრჩა ხელში.

ვერსად გამექცევიWhere stories live. Discover now