კვლავ შევხვდით

331 11 0
                                    


მზიანი დღეა. სამსახურიდან მოვდივარ სახლში განსატვირთად. ფეხით ნელა მივაბიჯებ ლონდონის ქუჩებში. სულ მალე წვიმას აპირებდა.

ცოტა არ იყოს მეძინებოდა და ყავის ყიდვა გადავწყვიტე.

ჩემი საყვარელი კაფესკენ გადავუხვიე და რიგში ჩავდექი.

ყავის სურნელი გარშემო მიმოფანტულიყო. ეს საოცარი არომატი ხალხს მის ყიდვას აიძულებდა. ხალხთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდებოდა.

უეცრად უკნიდან ვიღაცის ძლიერად დაჯახება ვიგრძენი, წონასწორობა ვეღარ შევიკავე და გადავყირავდი. საბედნიეროდ ჩემს წინ მდგომმა მამაკაცმა მკლავზე ხელი ძლიერად დამიჭირა და ფეხზე წამომაყენა. შარვალი დავიფერტხე და წელში გავიმართე. მამაკაცისთვის მადლობის გადახდას ვაპირებდი, მაგრამ როგორცკი სახეში შევხედე ენა ჩამივარდა. გავშეშდი, ხმას ვეღარ ვიღებდი, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ასეთი დამთხვევა საიდან?

სულ არ შეცვლილა.

***

მოკლედ ყველაფერი იმით დაიწყო რომ ერთ უსაშინლეს გოგოსთან სანაძლეო დავდე. მისი პირობები მოიცავდა რომ სკოლაში ყველაზე სიმპათიურ ბიჭისთვის თავი უნდა მოგვეწონებინა. ვინც პირველი შეძლებდა ამას ის მოიგებდა.

იმ დროს მეწყვილეც არ მყავდა. თან მალე გამოსაშვები იქნებოდა და მარტო წასვლა არც მინდოდა, ხო და იმ გოგოს შემოთავაზებას მარტივად დავთანხმდი.

დემეტრეს რომ დავუახლოვდი მართლა კარგი ბიჭი აღმოჩნდა და მომეწონა კიდეც. მაგრამ ის დებილი გოგო თავს არ გვანებებდა და დემეტრეს ეტენებოდა.

მოკლედ შემდეგ დემეტრემ გამოსაშვებზე დამპატიჟა. ისეთი საოცარი წყვილი ვიყავით. ერთმანეთი ისე ძაან გვიყვარდა.

ის გოგო შურით სკდებოდა.

გამოსაშვებიდან რამოდენიმე დღე იყო გასული. მე და დემე გარეთ ვსეირნობდით. საღამოვდებოდა. იმ ტრიპაჩმა დაგვინახა და ჩვენსკენ წამოვიდა.

ვერსად გამექცევიWhere stories live. Discover now