თავი 14

292 18 9
                                    

ფელიქსი თავისთან მივიყვანე და სახლში წამოვედი. ხუთს 15 წუთი აკლდა. მეც აღარ დავაყოვნე და რაღაც რაღაცეები შევუკვეთე.

ოც წუთში კარზე ზარი გაისმა. გამიხარდა სუნგჰონს ვნახავ მეთქი მაგრამ კარები გავაღე თუ არა იმედები გამიცრუვდა. სხვა კურიერი იყო.

კურიერი-გამარჯობა.

მე-გამარჯობა. სუნგჰონი არ არის?

კურიერი-სუნგჰონი? სუნგჰონი დღეს არ მუშაობს.

მე-ა გასაგებია.

კურიერს შეკვეთა გამოვართვი, ფული მივეცი და დავემშვიდობე.

დედა არ ჩანდა ამიტომ გადავწყვიტე მაგიდა მე გამეშალა.

ექვსს ათი წუთი აკლდა როცა დედა სახლში შემოვარდა.

მე-დედა მოხვედი? უკვე ყველაფერი მზადაა. გოგოები საცაა მოვლენ.

დედა-ოჰ ჩემი ყოჩაღი გოგო. მე გამოვიცვლი და ჩამოვალ.

მე-კარგი.

დედა თავის ოთახში ავარდა. ცოტახანში ზარის ხმა გავიგონე, დედა კი მაშინვე ჩამოვარდა დაბლა.

კარები გავაღე და გოგოები სახლში შემოვიდნენ.

იეჯი-გამარჯობააა.

მე-გამარჯობათ გოგოებო.

დედა-მოგესალმებით სუყველას, როგორ ხართ?

ლია-მადლობა ქალბატონო სოიონ კარგად ვართ, თქვენ როგორ ბრძანდებით?

დედა-მშვენივარად. წამოდით დასხედით.

დედას გოგოები გავაცანი. მერე კი მაგიდას მივუსხედით. ნახევარ საათში მდივანზე გადავჯექით.

დედა-აბა შეყვარებული ვის ყავს?

იეჯი-არა არც ერთს არ გვყავს.

დედა-აბა ბოლო დროს ყველაფერი უკუღმა ხდება, ყველაზე ლამაზი ადამიანები არიან მარტოსულები.

*გოგოებმა ჩაიცინეს*

დედა-ეგ კაი მარა ვინმე თუ მოგწონთ?

შანსი/chance (დასრულებული)Where stories live. Discover now