თავი 5

377 20 30
                                    

ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, ვერასდროს ის ხომ... ის...ის... ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.  სუჯინ ეს რატომ გამიკეთე. რა დაგიშავე, შენგან ეს რითი დავიმსახურე.

ამის ყურება აღარ შემეძლო, იქიდან გამოვიქეცი. სახლში მივედი დედა იქ იყო. დამინახა თუ არა ნამტირალევი თვალებით ჩემს ოთახში როგორ ავვარდი, მაშინვე გამომყვა.

მე ჩემს ოთახში ჩავიკეტე და გულამოფსკვნილი ვტიროდი. დედაჩემი კარებს მოვარდა და აბრახუნებდა.

დედა-ჰაიუნ! ჰაიუნ! რა ხდება? ჰაიუნ! კარი გამიღე! რატომ ტირიხარ? ნუ მანერვიულებ, გთხოვ. კარი გამიღე! ჰაიუნ!

მე-თავი დამანებე, მარტო მინდა ყოფნა.

დედა აბრახუნებდა და აბრახუნებდა კარზე მაგრამ მე არ ვუღებდი, არ მინდოდა ამ მდგომარეობაში ვენახე.

*სოიონის POV*

სახლში ახალი მოსული ვიყავი როცა, ჰაიუნი შემოვარდა და ნამტირალევი თვალებით თავის ოთახში ავარდა.

ძალიან ავნერვიულდი და მაშინვე გავეკიდე. მაგრამ როცა მივედი მას კარები ჩაკეტილი ჰქონდა.
ვეხვეწე, ვეხვეწე რომ კარები გაეღო მაგრამ არ მიღებდა.

მერე დაბლა ჩავედი, სახლს შემოვუარე და ჰაიუნის ოთახის ფანჯარას მივჩერებოდი. ვფიქრობდი რა გამეკეთებინა. უკან მივიხედე და მომაფიქრდა. იქ ხე იყო.

*ჰაიუნის POV*

დედამ კარებზე ბრახუნი შეწყვიტა და სადღაც წავიდა. ცოტახნის შემდეგ რაღაც შრიალი მომესმა მერე დედაჩემის ხმა.

დედა-ჰაიუნ, მიშველე.

მე-დედა?

ხმა გარედან მოდიოდა. ფანჯარასთან მივედი და გადავიხედე. აქ როგორ მოხვდა?!

მე-დედა! მანდ რანაირად მოხვდი?

დედა ფანჯარაზე იყო ჩამოკიდებული.

დედა-ჰაიუნ, დამეხმარე!

მეც ხელი ვტაცე და ამოვიყვანე.

შანსი/chance (დასრულებული)Where stories live. Discover now