-არა ქალბატონო იანა ასეთი ხალხის ფსიქოლოგიას კარგად ვიცნობ თქვენ ხართ მისი ერთადერთი სამიზნე ისე უნდა დატანჯოს მამათქვენი როგორც თვითონ იტანჯებოდა მამათქვენის ყველაზე საყვარელი ადამიანი და სუსტი წერტილი თქვენ ხართ , ასერომ მათ არაფერი დაემართებათ თქვენ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად!

-მადლობა ბატონო ჯაბა.

ხელი თამოვართვი და მაგიდაზე ფულით სავსე კონვერტი დავუდე.

-სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა ქალბატონო იანა

-მადლობა.

ფეხზე წამოვდექი და ისევ მანქანისკენ წავედი უკვე ყველაფერი ვიცოდი მამაჩემთან მსურდა საუბარი მაგრამ რა უნდა მეთქვა? სახლში მისულს რათქმაუნდა მამა არ დამხვდა

-მამა სადაა?

-შვილო მომესალმე მაინც!

გაბრაზებული სახით შემომხედა დედამ.

-გამარჯობა, მამა სადაა?

უკვე ნერვი აღარ მყოფნიდა.

-საქმიან მივლინებაშია ორი თვე არ იქნება, სანამ მკითხავ სად არვიცი.

-კარგი მადლობა.

სახლიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი.

-გაიქეცი მამა მაგრამ სადამდე შეძლებ?

მანქანაში რომ ჩავჯექი ტელეფონი ავიღე კაფეში რომ გადავედი აქ დამრჩა . ალექსანდრეს ათჯერ მაინც დაურეკია! ჯანდაბა ესღა მაკლდა!

-რახდება ალექსანდრე?

-სად გიგდია ტელეფონი?!

-ჩემებთან ვიყავი და მანქანაში დამრჩა რაიყო რა გაღრიალებს!

-გავგიჟდი რომ არ მპასუხობდი!

-ხოდა ნუ გიჟდები შენ მართლა შენი ცოლი ხოარ გგონივარ?!

მთელი ცინიზმით ვუთხარი ეს სიტყვები და თან გავიცინე!

-მოხვალ შენ სახლში და განახებ ვინ მგონიხარ!

Selfish Where stories live. Discover now