***

95 15 50
                                    

აზვირთებულ ტალღებს ოქროსფერი ლანდი ედება.
მზე ჩადის და წითელ ყვითელ ფერს ტოვებს გაცრეცილ ცაზე. თოლიები აპობენ ჰაერს და მზისკენ, უსასრულობაში სამოგზაუროდ მიფრინავენ.

დაისია. ქვიშიან სანაპიროზე, ერთი ხავსმოდებული დიდი ლოდი უსიცოცხლოდ დევს.
ამ ლოდზე მე ვზივარ. ხეზე დაკიდებულ ფოთლებს ქარი ნაზად ეფერება და ბოლოს მეც მეალერსება სახეზე.

ვზივარ, ვუყურებ მზის სხივების დამაბრმავებელ ფერებს და ვტკბები ამ სანახაობით.
განა პუერტო რიკოში მეტი რა უნდა გააკეთო?! ეს ხომ მზის სამშობლოა. ესაა ადგილი სადაც შეგიძლია იგრძნო ის თუ რას ნიშნავს ზაფხული.

ზღვის მარილიანი წყალი ლოდებს ეხეთქება, ირგვლივ ზღვის სურნელი ტრიალებს. მე კი ხარბად ვივსებ ფილტვებს, ამ სურნელით გაჟღენთილი ჟანგბადით.

ჩემს ზურგს უკან ნაბიჯების ხმა ისმის. მზეს კიდევ შერჩენია რამდენიმე სხივი.
ცოტახანში მხარზე სითბოს ვგრძნობ, გული ხმაურობს, ვიცი ეს ვინცაა.

-თეჰიონ?!-მეუბნება ახლად მოსული და თმაზე ხელს მისვამს. მის ქათქათა კანს ჯერაც არ შესტყობია ზაფხულის მცხუნვარე მზის ფერი.
-მოხვედი.-ვეუბნები და პირდაპირ თვალებში შევყურებ.
-წამოდი, ბნელა.-წყნარად მეუბნება და ჰორიზონტს გაჰყურებს.
-არა. აქ მინდა ვიყო.
-დიდ ხანია რაც აქ ხარ. დაღამდა, არ მინდა შეგცივდეს-მზრუნველი თვალებით მიყურებს და კიდევ ერთხელ მეფერება თმაზე, მაგრამ ამჯერად ხელს ჩემს სახეზე აჩერებს და სახე ახლოს მოაქვს. მისი მზერა ჩემს თვალებს ისარივით ერჭობა.

-წამოდი-კიდევ ერთხელ მეუბნება და წელზე ხელს მხვევს.
-გეძინება?!
-არა. მინდა უფრო დიდხანს იყო ჩემთან-ეს ჩემს გულს აიძულებს უფრო ღრმად შეტოპოს.
-როგორ შეგიძლია ამდენად მოქმედებდე ჩემზე?!-ვეკითხები და ამჯერად მე მიმაქვს სახე მასთან.
-წამოდი-ეს სიტყვა კიდევ ერთხელ მესმის და ორი სილუეტი უჩინარდება სიბნელეში. ორი სხეული მიაბიჯებს ქვიშიან სანაპიროზე, ტალღები ისევ ეხეთქებიან უშველებელ ლოდებს, ირგვლივ კი ისევ ტრიალებს ზღვისა და სიყვარულის სურნელი...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 15, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

𝐩𝐢𝐧𝐚 𝐜𝐨𝐥𝐚𝐝𝐚 (𝒕𝒂𝒆𝒌𝒐𝒐𝒌)Where stories live. Discover now