{ 3 }

1.9K 134 43
                                    

მინას Pov.

ჯიმინი: მასე ნუ მიყურებ, თორებ სიკვდილამდე დაგკოცნი - ტუჩის კუთხე ჩატეხა, ჩანთა აიღო და
აუდიტორია დატოვა.

მე: მოიცა ახლა ეს იდიოტი წამეფლირტავა?! თავი ვინ ჰგონია? ავადმყოფი

ჰანა: რა გითხრა? - გიჟივით მოვარდა ჩემთან

მე: დებილია - ჩანთას ხელი დავავლე და აუდიტორია ჰანასთან ერთად დავტოვე

* * *

მე: ჰაჰ რა კარგია სახლი, ღმერთო დავიღალე - ჩანთა მოვიხსენი და სადღაც გავიქნიე, ფეხსაცმელებიც მოვიცილე და მდივანზე გადავწექი

- მართლა გიჟია, გოგოს რომლის სახელიც კი არ იცი როგორ უნდა უთხრა "სიკვდილამდე დაგკოცნიო",ყველა შეშლილი მე როგორ უნდა გადამეყაროს

- აუ მშია, ნეტა რამე არის სახლში?

ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში შევედი, მაცივარი გამოვაღე და დადაამ, არაფერია, ალბათ შიმშილით მოვკვდები

მარტო ვცხოვრობ, მშობლები პატარა რომ ვიყავი მაშინ დამეღუპა, არც და-ძმა არ მყავს, ბებია მზრდიდა, რომელიც 2 წელის წინ გარდაიცვალა

სკოლის დამთავრებისთანავე სამუშაო მოვძებნე, ცოტა ხნით ვიმუშავე სასტუმროში, მაგრამ მალევე გამომაგდეს, "პატარა ხარ ამ სამუშაოსთვის" - პირში მომახალეს და გამომიშვეს

გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა, ძალიან მომწონს ხელოვნება, მიყვარს ხატვა,ხაზვა, ძერწვა, არქიტექტურის ფაკულტეტზე მოვეწყვე, ჰანაც იქ გავიცანი

ხასიათებით ერთმანეთს ძალიან ვეწყობით,ამიტომაც მალევე დავმეგობრდით და დღემდე ერთად მოვდივართ

მან დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში, ის რომ არა ალბათ ცოცხალიც არ ვიქნებოდი, არაერთხელ მიცდია თავის მოკვლა, რადგან ჩემთვის ცხოვრებას ფასი არ ჰქონდა, ძვირფასი ადამიანები დავკარგე, არავინ არ მყავდა, მაგრამ გამოჩნდა ჰანა და ყველაფერი დალაგდა

🔞PLAYBOY🔞 || ✔️Where stories live. Discover now