《ავარია》1

246 13 0
                                    

ჩემი სახელია ანა ლი. 20 წლის.ნახევრდ კორეელი ნახევრად ქართველი. მამაჩემი კორეელია,ხოლო დედა ქართველი. მამა დიდ ბიზნეს მართავდა,ნაწილობრივ მაფიასაც.ის ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი გახლდათ.ამის გამო მტერიც ბევრი ყავდა,მაგრამ ჩემი და დედას დაცვას ყოველთვის ახერხებდა.
მე უფრსი ძმაც მყავს,ჯი ჩანი. ის მეუღლესთან და პატარა ქალიშვილთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა. მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე კორეზე მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი.იქ არასდროს ვყოფილვარ.
ხატვა მეხერხებოდა და ბავშვობიდან მინდოდა დიზაინერი ვყოფილიყავი,მაგრამ გეგმები მას შემდეგ შეიცვალა როდესაც ჩემმა ძმამ განაცხადა,რომ კომპანიასა და მაფიას არ ჩაიბარებდა.მამა მას წინააღმდეგობას ვერ უწევდა, ამიტომ გადაწყვიტა, ეს პასუხისმგებლობა ჩემთვის გადმოეცა. სხვა გზა არ მქონდა, ფუნჯის ნაცვლად ხელში იარაღი ავიღე და შევეცადე ადგილი დამემკვიიდრებინა ამ სასტიკ გარემოში (რაც არც ისე მარტივი აღმოჩნდა)
     15 ივლისი საქართველო, ჩემი დაბადების დღე.
  დღეს ძალოან ბედნიერი ვარ,რადგან როგორც იქნა კორეაში მივდივართ მთელი ოჯახი.არ ვიცი იქ რამდენხანს მოგვიწევს დარჩენა ამიტომ რაც კი მებადა ყველაფერი ჩავალაგე ჩემოდნებში. დილის 8 საათი იყო და ჩემი ძმის ავტომანქანით აეროპორტისკენ მივეშურებით (მამა,დედა,ჩემიძმა,ჩემი რძალი,ძმისშვილი და მე)
სადაცაა აეროპორტში ვიქნებით,მაგრამ როგორც ყოველთვის ჩემს ძმას ყავა მოუნდა,მეც ასევე.კაფესთან შევაჩერეთ და მე ყავის საყიდლად გადავედი. დიდი რიგი იყო სალაროსთან ამიტომ შემაგვიანდა.როოდესაც გამოვდიოდი ტელეფონზე უცხო ნომმრიდან შეტყობინება მომივიდა ძალიან გამიკვირდ და დამაინტერესა ვინი იყო და რა უნდოდა. მობილური ამოვიღე და შეტყობინება გავხსენი:
  უცნობი-ჰეი ლამაზო როგორ ხარ? დაბადების დღეს გილოცავ. ალბათ გიხარია კორეაში რომ მიბრძანდები,მაგრამ სიხარული ნაადრევია აჯობებს ჯერ ჩემი საჩუქარი ნახო. ოჯახს ხელი დაუქნიე რადგან ბოლოჯერ ხედავ მათ სახეებს.

ძარღვებში სისხლი გამეყინა, გავშეშდი და როდესაც მანქანისკენ გავიხედე,სადაც მთელი ჩემი სიცოცხლე,სიყვარული და სიხარული იყო, მას უზარმაზარი ტრაილერი დაეჯახა და წამში აალდა. ვერაფერი გავაკეთე ნაბჯჯის გადადგმაც კი ვერ შევძლი. გარეთ ტემპერატურა 28 გრადუსი იყო მე კი ისე შემცივდა თითქოს -10გრადუსში ვიყავი. ჩემს გარშემო ხალხი ირეოდა,სირენების გამაყრუებელი ხმა, ყვირილი, შეჯახება,ცეცხლის ალი ჩემს თვალებში. და....სიბნელე.

არ მიმატოვო!!!Where stories live. Discover now