უბრალოდ ნუ მომძებნით, გთხოვთ. მომეცით დასვენების საშუალება...და გთხოვთ, ჯონგუკს უთხარით რომ აღარასდროს დავბრუნდები. ჯობია ვინმე უკეთესი იპოვოს, ის ვინც გაუჩენს შვილს და ის ვისთანაც ბედნიერი იქნება...მე დამივიწყოს, მიყვარხართ მამა, მამიკო, მომენატრებით.

ჯიმინი.

ჯონგუკს თვალები გაუფართოვდა. რასქვია არ დაბრუნდება? რასქვია სხვა უნდა იპოვოს? შეუძლებელია ასე ვერ მოექცევიან...

(აჰა გეგონოს თუ ვერ მოგექცევიან😀🙃)

მიუხედავად იმისა, რომ ჯიმინმა ითხოვა მაინც არ აპირებს ასე ჯდომას და სხვა ომეგის ძებნას. მას მისი ომეგა უნდა. და ვის ადარდებს შვილები? აიყვანენ და ეგაა...

.........................................

რამდენიმე თვეა გასული თუმცა ჯიმინის კვალს ვერ აგნებენ, ის უბრალოდ გაქრა, უბრალოდ არსად ჩანს, არსად არარის..ვერსად პოულობენ. გეგონება უბრალოდ გაქრა, ან არც არსებობდაო... ჯიმინი უბრალოდ გაქრა ამ დედამიწიდან! მას თვით ჯეონ ჯონგუკის ვერ პოულობს.

თუმცა არა, ჯონგუკი არ ნებდებოდა. მის ძებნას თავს არ ანებებდა. ყოველი ღამე მისთვის ტანჯვა იყო, მხოლოდ ომეგის სურნელით გაჟღენთილი ბალიშის და მისი რამდენიმე მაისურის გარდა არაფერი დარჩენოდა.


.

..........................................

(ახალი პერსონაჟი გყვავს <3)

-ჰეიჯუ!!! ცოტა სწრაფად იმუშავე! კლიენტებს ნუ ალოდინებ!

-მაპატიეთ, შევეცდები...

-სწრაფად!

დღეს ჰეიჯუს პირველი დღე იყო სამსახურში, მიმტანად მუშაობდა. ეს უფროსი ძალიან მკაცრია. პირველივე დღეს ყველაფერი თავზე დაამხო ომეგას. ამის მიუხედავად ჰეიჯუ სამსახურს ვერ დატოვებს, საშინლად სჭირდება ახლა ის.

საღამოს ექვს საათზე როგორც იქნა გათავისუფლდა ომეგა. გარეთ გასულს  თავისი შეყვარებული დახვდა.

-ჰოსოკ!-ჰეიჯუ გაიქცა და გადაეხვია.

-წავიდეთ?

-წავიდეთ.

-როგორი დღე გქონდა?

-უფროსი არ მომწონს რა, რაღაცნაირი კაცია...სულ ყვირის...

-ხომ იცი რაც უნდა ქნა არა? უბრალოდ დაიკიდე რა.

-მიყვარხარ!

-მეც.

ჰოსოკი ჰეიჯუს სახლში ტოვებს თვითონ კი თავის სახლში ბრუნდება. საწოლზე წვება და ფოტოს იჭერს სადაც თვითონ და მისი ორი პატარაა.

-ჯანდაბა! იცით როგორ მენატრებით?!

...........................................

-აჰჰჰჰჰ "ჰეიჯუ" "ჰეიჯუ" "ჰეიჯუ" "ჰეიჯუუუ" როგორ მეზიზღება ჯანდაბა!

ჰეიჯუ ჩანთას საწოლზე ახეთქებს და წვება. დამღლელი დღის მერე აუცილებლად სჭირდება დასვენება რადგან გონებრივადაც ძალიან დაიღალა. უბრალოდ ეს ცხოვრება ძალიან ღლის მას.  ყოველი დღე ერთნაირია. სამსახური ჰოსოკი სახლი, სამსახური ჰოსოკი სახლი...კიდევ კარგი ჰოსოკი ჰყავს, ერთადერთია ვინც ეხმარება რთული დღეების გადატანაში, თუმცა ჰეიჯუ თავს იდანაშაულებს იმაში რომ ჰოსოკისდამი გრძნობები არ გააჩნია. მას მხოლოდ იმიტომ დაუახლოვდა რომ იმ დროისთვის მისი უკვე "ყოფილი" მეგობარი ჰოსოკი საშინელ მდგომარეობაში იყო რადგან ქმარს და შვილს დააშორეს. უფრო სწორად ქმარი და შვილი მოშორდნენ. ჰოსოკი მოგვიანებით გამოუტყდა ჰეიჯუს სიყვარულში.

მოდი ასე ვთქვათ, ორივე ერთმანეთთან მხოლოდ იმიტომ არიან რომ დაივიწყონ ის მეწყვილენი, რომლებმაც მათ ცხოვრება აურიეს. მათმა სიყვარულმა აურია ორივეს გზა და ცხოვრება.

დღეს ჰოსოკიც და ჰეიჯუც ასე აგრძელებენ ცხოვრებას, ყოველი დღე მათთვის მტანჯველი გადის. ორი წელია რაც ერთად არიან, მაგრამ ერთმანეთი არ უყვარდებათ.

ორივე მაინც თავიანთ ძველ სიყვარულზე ფიქრობენ, თუმცა არცერთს აღარ ჰყავს ის.

__________________________

აბა ჰეეე....ესეც ჩვენი ახალი პერსონაჟიი მერე გეტყვით ვინარი საიდან არი და რას წარმოადგენსს😂

Park's LawWhere stories live. Discover now