თავი 4

733 34 12
                                    

You play with my mind, my body my soul, my emotions and yet. I still love you. And you left me. Does that mean me that foolish girl on the planet?
_______________________




 Does that mean me that foolish girl on the planet?_______________________

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.



კალანდია ამ სამი დღის განმავლობაში სამისთან იყო . მხოლოდ მაშინ შედიოდა მის პალატაში როცა მას ეძინა .
ალბათ ფიქრობთ რა ხდება მათ შორის? რატომ არიან ერთმანეთისგან შორს? ამ შეკითხვებზე პასუხს ჯერ ვერ მიიღებთ , მანამდე ბევრი გზა გვაქვს გასავლელი.
დადგა ის დღეც როცა სამი გამოწერეს . რათქმაუნდა ლევანიც იქ იყო შვილის წამოსაყვანად . მაგრამ სამიმ მამამისის სიტყვები და მუდარა დაიგნორა და თავის ბინაში წავიდა. დემეტრე შორიდან უყურებდა სამის , უკანაც გაყვა ცოტა ხანი მისი ბინის წინ გაჩერდა. ერთმა კვირამ ჩვეულებრივად ჩაიარა. სამი ან სახლში იყო მთელი დღე ან საბასთან საქმეებს აგვარებდნენ.
- ვიშოვე რაც გჭირდებოდა ყველაფერი აქ არის- უთხრა საბამ და შავი ჩანთა წინ დაუდო
- მიხარია, დადგა ის დღეც როცა მათ ვაზღვევინებ ჩემი ძმის სიკვდილს! და მათ შავ-ბნელ საქმეებს გამოვაშკარავებ!- ჩანთა გახსნა და ნივთებს გადაავლო თვალი
- იცოდე ფრთხილად იყავი! და თუ დაგჭირდები რამეში შენს გვერდით ვარ ხომ იცი?
- ვიცი საბა, შენ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ რისთვისაც დიდ მადლობას გიხდი . - ჩანთა აიღო და საბას დაემშვიდობა
მანქანაში უკანა სავარძელზე მოათავსა და ბინისკენ წავიდა.
დილით ადრიანად ადგა მოემზადა და უნივერსიტეტში წავიდა. რადგან დღეს მხოლოდ ორი ლექცია ქონდა დასწრება გადაწყვიტა ხოლო ლექციების შემდეგ წასულიყო კალანდიების კომპანიაში .
პირველი ლექციის დამთავრების შემდეგ კაფეტერიაში ჩავიდა თავისი საყვარელი ყავის დასალევად . თავისთვის იჯდა მანამ სანამ მის გვერდით ალექსანდრე არ დაჯდა
- ჰეი , დაკარგულო- უთხრა და ლოყაზე გაეთამაშა - მომანატრე თავი , სად იყავი ?- ჰკითხა დაინტერესებით
- ალექს შენი სულელობების თავი არ მაქვს მარტო დამტოვე !- მისი სიტყვები დაიგნორა და ყავა მოსვა
- რაიყო რას იღრინები ? შემთხვევით კალანდიამ ხოარ გაგაბრაზა- ირონიულად ჰკითხა
- შემ წარმოიდგინე და არაა! მასზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს და მისთვის და ასევე შენთვის არ მცალია!- საჩვენებელი თითი წინ აუფრიალა და სკამიდან წამოდგა- ხომ შეგიძლია ერთხელ მაინც დამაცადო ყავის მშვიდად დალევა არაა!- შემოტრიალდა და გასასვლელისკენ წავიდა ალექსანდრეც უკან გაყვა ხელი მკლავში ჩაავლო და ერთ-ერთ ოთახში შეათრია
- რა ჯანდაბას აკეთებ! გაგიჟდი!?- ალექსანდრეს ხელი მოიშორა და ხელი კრა
-შენ გამაგიჟე! - უთხრა და ხელი ჩაავლო. სამი მისი ქცევით გაკვირვებული იყო.ალექსანდრემ უფრო ახლოს მისწია სამი თავისთან და ტუჩები ყელზე მიაწება
- რ..რასაკ- ალექსმა ხელი ტუჩებზე მიადო და არ დაასრულებია სიტყვა
- უბრალოდ ორი წუთით ხმა არ ამოიღო- უთხრა და მისი სურნელი შეიგრძნო, ხელი უფრო მჭიდროდ მოხვია წელზე , დაიხარა და როცა უკვე კოცნას აპირებდა სამიმ ხელი კრა
- არც კი გაბედო მეორეჯერ ამის გაკეთება! გაიგე!- კბილებში გამოცრა
- რომ გავბედო რა?- ცინიკურად ჰკითხა , მაგიდას მიეყრდნო და სამის ღიმილით შეხედა
- ჯერ ერთი ისეთ რამეს დაგმართებ რომ იტყვი ნეტა სამისთვის დამეჯერებინაო! მერე მეორე არ გრცხვენია შენი მეგობრის შეყვარებულს რომ ეფლირტავები
- მეორეჯერ ეგ აღარ ახსენო! - გაცეცხლებულმა ხელი წაავლო მკლავში - ის ჩემი მეგობარი არა და შენ მისი შეყვარებული აღარ ხარ ! მას უკვე ყავს სხვა ,ამდენი წლის განმავლობაში ის შენთან კი არა სხვა ქალთან იყო და მიგატოვა - უთხრა და ოთახი გაბრაზებულმა დატოვა .
მეორე ლექციის დამთავრების შემდეგ კალანდიების კომპანიაში წავიდა . როცა უკვე დაბნელდა და ყველა სახლებში წავიდა , ქუდზე კაპიშონი წამოიფარა ჩანთა აიღო და მანქანიდან გადავიდა . კამერებს გვერდი აუარა და კომპანიაში შევიდა . ჯერ პირველ რიგში კამერების ოთახში შევიდა ჩანაწერები წაშალა და კამერები გამორთო . მეორე სართულზე გოჩას კაბინეტისკენ წავიდა და შიგნით შესვლა დააპირა მაგრამ კარები ჩაკეტილი აღმოჩდა
- ჯანდაბა! რა წინდახედულია - თქვა და ჩაიცინა- მაგარმ იმდენად არა რომ მე ვერ შევძლო ამ კარების გაღება .- კარებს გასაღები მოარგო და კაბინეტში შევიდა . მაშინვე უჯრები გამოაღო და საბუთების ძებნა დაიწყო , მაგარამ არაფერი არ იყო ისეთი რომ მის წინააღმდეგ გამოეყენებინა. საბუთები თავის ადგილას დადო და სეიფის გახსნა სცადა
მაგრამ მოულოდნელად ფეხის ხმა შემოსმა კარებისკენ გაიხედა ბნელოდა მაგრამ მაინც დაინახა ადამიანის სიულეტი ფანარი გამორთო და მაგიდის ქვეშ შეძვრა . კარები მალევე გაიღო , სამის მხოლოდ სიარულის ხმა ესმოდა რომელიც ნელ ნელა მაგიდისკენ მიდიოდა . რაც შეეძლო მაგიდის ბოლოსკენ დაიმალა.
კალანდიამ იცოდა რომ აქ ვიღაც იყო და ნელი აუჩქარებელი ნაბიჯებით წინ მიიწევდა . როცა მაგიდის წინ გაჩერდა და მიმოიხედა მთვარის შუქზე დაინახა ადამიანის ჩრდილი , დაიხარა სამის ხელი ჩაავლო და გამოათრია
- ვინ ჯანდაბა ხარ?! - ჰკითხა . სამიმ მაშინვე იცნო დემეტრე კალანდიას ხმა და ერთ წამს გაშეშდა . კალნდიამ
მისი სახის დანახვა სცადა მაგრამ ამაოდ სამი ხელიდან დაუსხტლდა და კარებისკენ წავიდა სწრაფათ გამოაღო და მთელი ძალით გასასვლელისკენ გაიქცა . დემეტრეც გაეკიდა და კიბეზე ჩასულს ხელი წავლო ისიც და სამიც კიბეებზე დაგორდა, როცა წამოდგომა სცადა სამიმ დემეტრებ ფეხებში ჩაავლო ხელი
სამის ისე უნდოდა მისგან დაღწევა , არ უნდოდა მას დაენახა ვინ იყო მის წინ რომ ფეხი სახეში ხია. დემეტრებ სიმწრისგან სამი კედელს მიანარხცა და ქუდის გადაძრობა სცადა . ამას სამი არ დაუშვებდა ამიტომ ფეხებ შუა ამოარტყა ფეხი , დემეტრე მაშინვე ჩაიკეცა. სამი გასასვლელისკენ გაიქცა მანქანას მივარდა მანქანა მალევე დაქოქა და იქაურობას გაეცალა
-ჯანდაბა! ვერაფერი მოვასწარი! რა ჯანდაბა უნდოდა დემეტრეს ამ ღამე იქ - გაბრაზებული საჭეს ხელი დაარტყა. ბინაში როგოც კი მივიდა გამოიცვალა და ჩალურჩებულ წელზე მალამო წაისვა.
უკვე შუაღამე იყო როცა კარებზე ზარი დარეკეს ნახევრად მძინარე სამი ადგა საწოლიდა და კარები გააღო.
იქ დემეტრეს დანახვამ გააოცა , ათასმა ფერმა გადაურბინა სახეზე და ანერვიულდა იქნებ გაიგო რომ მე ვიყავი მათ კომპანიაში? ფიქრობდა
- აქ რაგინდა?- როგორც იქნა ხმა ამოიღო და ჰკითხა. მაგრამ პასუხის მაგივრად დემეტრეს ჩახუტება მიიღო .
ეტყობოდა დემეტრე მთვრალი იყო რადგან ფეხზე ძვლივს იდგა , ერთი ამოიოხრა სამიმ კარები მიხურა დემეტრე კი მდივანზე დააწვინა და როცა წასვლას აპირებდა გადასაფარებლის ასაღებად დემეტრემ მაჯაზე ხელი მოკიდა
- გთხოვ არწახვიდე-უთხრა და მისი ხელი მაგრად დაიჭირა , სამიც აღარ შეწინაღმდეგებია და მის გვერდით ჩამოჯდა . ამდენი ხნის შემდეგ ასე ახლოს პირველად იყო მასთან , ძველი დემეტრესგან აღარაფერი შერჩენოდა მის წინ სრულიად სხვანაირი მამაკაცი იყო . ხელი მის სახეს შეახო და მოეფერა
-მეჩვენება თუ შენ ხარ ?- თქვა დემეტრემ , ხელები წელზე შემოხვია და გულზე მიიხუტა. ორივე სხეულის გულის ცემამ იმატა , ამ ღამეს ორივეს დავიწყებული ქონდა ყველაფერი და მხოლოდ ერთმანეთის გულისცემა ესმოდათ , ღამე რომელიც ამ ორი ადამიანის წრფელი სიყვარულის მოწმე იყო .
დილით პირველმა დემეტრემ გაიღვიძა და როცა მის მკერდზე მძინარე სამი დაინახა ღიმილმა გადაურბინა სახეზე .
თმა ნაზად გადაუწია სახიდან და ლოყაზე აკოცა , სამიმ რაღაც ამოილაპარაკა და ხელები უფრო მჭიდროდ მოხვია ,დემეტრეს ამ საქციელზე გაეღიმა და კიდევ ერთხელ აკოცა . სამიმ თვალები ნელა გაახილა როცა გაიზრა ვინ დაინახა სწრაფად მოაშორა ხელები და წამოდგა . დემეტრეც წამოდგა და ღიმილით ახედა
- მისმინე..- დაიწყო სამიმ საუბარი- რამე არ გეგონოს ეს უბრალოდ შენ მთვალი მოხვედი ჩემთან და მთხოვე ცოტა ხნით დარჩიო და მეც ჩამეძინა - უთხრა და ნერვიულად ხელებს ერთმანეთში ხლართავდა , ეს დემეტრეს არ გამოპარვია
- კარგი, კარგი ნუ ნერვიულობ მახსოვს ყველაფერი - უთხრა და თვალები მოისრისა
-სულაც არ ვნერვიულობ საიდან მოიტანე ! სულელი!- თქვა და სამზარეულოში შევიდა და იქედან ყავით ხელში გამოვიდა დემეტეს წინ დაუდო
- აი ყავა დალიე და მერე წადი - უთხრა და საათს დახედა უკვე რვა საათი იყო
- რაიყო მაგდებ სახლიდან?- უთხრა და ყავა მოსვა
- როგორც გინდა ისე მიიღე- უთხრა და თავის ოთახში შევიდა . კარადა გამოაღო და ყავისფერი მუხლებს აცდელინი კაბა გამოიღო და ჩაიცვა ასევე ყავისფერი ქუსლიანები , თმა დაივარცხნა ოდნავ მაკიაჟი გაიკეთა და ოთახი დატოვა .
დემეტრე ისევ მდივანზე იჯდა ფეხი ფეხზე გადაედო და ყავას გემრიელად მიირთმევდა
- შენ ისევ არ წასულხარ - უთხრა სამიმ
- არა შენ გელოდებოდი- ადგა და სამისკენ შემობრუნდა - ასე გამოწყობილი სად მიდიხარ?- დაინტერესებულმა ჰკითხა
- უკაცრავად? მომესმა ხომ?!
- არა არმოგესმა !
- შენი საქმე არარის მე სად მივდივარ და თუ შეიძლება წადი !კარი იქითაა- ხელი გაიშვირა კარისკენ . დემეტრე კარისკენ უკან მოუხედავად წავიდა და გასვლისას კარები გაიჯახუნა
- ცხოველი!- ნერვებ მოშლილმა ჩაილაპარაკა და ბინა დატოვა .
ავტომობილში როგორც კი ჩაჯდა სათვალე და ქერა პარიკი გაიკეთა . კლუბში ნახევარი საათით ადრე მივიდა რომ ადგილი დაეზვერა.
როგორც იქნა გამოჩდა მისი სამიზნეც , გოჩა და მისი ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი.
ისინი სულ ბოლოში ვიაიპ ადგილას დასხდნენ, სამი საუბრის მოსასმენად მათთან მისვლა გადაწყვიტა და ვითომ შემთხვევით სასმელი გადაასხა
- უი, ბოდიში , შემთხვევით მოხდა - ვითომ დამწუხრებული სახე მიიღო
- არაუშავს , ვის არ მოსვლია. თქვენი სახელი ქალბატონო - უთხრა გოჩას პარტნიორმა
- სარა - უთხრა და გაუღიმა
- სასიამოვნოა სარა შენი გაცნობა, მე ვატო მქვია - ხელი გაუწოდა მამაკაცმა
- ჩემთვისაც- ხელი ჩამოართვა და წასასვლელად შეტრიალდა
- შეგიძლია დარჩე? უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი- შესთავაზა
- რატომაც არა- იცოდა ამას ეტყოდა და ეს შეთავაზება გამოიყენა რომ უფრო მეტი გაეგო მასზე.
მის გარეგნობას დააკვირდა
ასე 20-23 წლის მაღალი აღნაგობის, ქერა ცისფერთვალება რომელსაც ტანზე ცისფერი შარვალ კოსტუმი ძალიან უხდებოდა, ნებისმიერი ქალი მოიხიბლებოდა მისი გარეგნობით.
მათი საუბრიდან მხოლოდ რამდენიმე დეტალი გაიგო
- ჩემი წასვლის დროა - განაცხადა გოჩამ და დაემშვიდობა თავის ბიზნეს პარტნიორს .
გოჩას წასვლის შემდეგ , ვატო სამის აკვირდებოდა , სამი უხერხულად გრძნობდა თავს და ფიქრობდა როგორ წასულიყო ისე რომ ეჭვი არაეღო მასზე
- წარმოშობით საიდან ხარ?- ჰკითხა ვატომ და დაჟინებით მიაშტერდა
- ამერიკელი- მალევე უპასუხა
- და ასე კარგად იცი ქართული?- ეჭვის თვალით შეხედა
- დედით ქართველი ვარ და საქართველოში გავიზარდე
- გასაგებია .- უთხრა და გაუღიმა- ცოტა ხოარ დაგველია? - ჰკითხა და მიმტანს დაუძახა
-არა! მე არვსვამ
- კარგი , ერთი ჭიქა ვისკი - უთხრა მიმტანს და ისევ სამის მიუბრუნდა
- შეყვარებული გყავს?- სამი ფიქრობდა კი ეთქვა თუ არა მაგრამ არას თქმა ამჯობინა
- არა
-რატო? ასეთ ლამაზ გოგოს რატო არ უნდა ყავდეს შეყვარებული - თქვა და ვისკი მოსვა . სამის არაფერი უთქვამს , ერთი სული ქონდა მისგან თავი დაეღწია
- აქ ხმაურია სადმე სხვაგან ხოარ წავსულიყავით?- სამიმ საათს დახედა და უთხრა
- ეხლა გამახსენდა რომ მეგობარს უნდა შევხვდე და უნდა წავიდე - წამოდგა და დასამშვიდობებლად ხელი გაუწოდა
- კარგი, მაგრამ შენი ნომერი დამიტოვე - ხელი ჩამოართვა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო
- კარგი - უთხრა და მისი მეორე ნომერი რომელსაც მხოლოდ ასეთი საქმეებისთვის იყენებდა ჩააწერინა
- მომავალ შეხვედრამდე ლამაზო- ხელი დაუქნია და თავის ადგილას დაჯდა
- მომავალ შეხვედრაზე გისოსებში გნახავ- ღიმილით ჩაილაპარაკა და კლუბი დატოვა. მისვლისთანავე პარიკი მოიშორა და
მეორე დასუსრულებელი საქმეზე დაიწყო ფიქრი .
- უეჭველი მალე უნდა დავასრულო ეს საქმე,ბევრი დრო არ დარჩა- თავისთვის ჩაილაპარაკა . და ისვე კალანდიების კომპანიაში შეპარვაზე ფიქრობდა.
უკვე სღამოს ცხრა საათი იყო , ტელევიზორს უყურებდა როცა კარებზე დააკაკუნეს
- ნეტა ვინ უნდა იყოს?- ჩაილაპარაკა და კარების გასაღებად წავიდა . მაგრამ იქ არავინ დახვდა , მიიხედ მოიხედა და ძირს დადებული კონვერტი შენიშნა. სწრაფად აიღო და კარები მიხურა .
კონვერტი გახსნა და კითხვა დაიწყო
" ნოა ალბათ ცოცხალია , არაა სამი"
ამის წაკითხვისთანავე წერილი ხელიდან გაუვარდა და აფორიაქთა
- არა ! არა!, ეს შეუძლებელია საიდან გაიგეს მასზე? - აფორიაქებულმა მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და აგარაკისკენ წავიდა. მართას ურეკავდა მაგარამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა
- ჯანდაბა რატომ აქვს ტელეფინი გამორთული? ვფიცავ თუ რამე დაუშავეს მათ არვაცოცხლებ არცერთს! - გამწარებულმა ჩაილაპარაკა და სიჩქარეს უმატა .

" კედლები, რომლებსაც ჩვენ ვაშენებთ ირგვლივ მწუხარებისგან თავის დასაღწევად, ასევე ხელს უშლის სიხარულს. "



რას ფიქრობთ ამ თავზე? სამის ქცევებზე, დემეტრეს დამოკიდებულებაზე სამის მიმართ , ასევე ალექსზე და რა შეიძლება მოხდეს თქვენი აზრით?🤍

იცოცხლე, შეიყვარე, გაიღიმეWhere stories live. Discover now