თავი 2

743 52 16
                                    

    It's very easy to hurt someone and then say "sorry." But it's really difficult to get hurt and then say "I m fine"!
  
    _______________________________

არ დავიბრალებ, რომ ვინმეს ტკივილი საკუთარივით მტკივებია და გულთან ძალიან ახლოს მიმიტანია  ანდაც ვინმეს წილი ჯავრი  მიტვირთავს გოლგოთამდე მისატანად.
არ გეტყვით, რომ არავინ გამიკიცხავს და განმისჯია.
არც იმას დავიბრალებ, რომ მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით ვინტერესდები და სხვისი  ცხოვრება არასოდეს გამიქექავს.
არ მოგატყუებთ, რომ ჩემი საქციელი და სიტყვები არასოდეს გამხდარა სხვისი ცრემლისა და ტკივილის მიზეზი. ერთი სიტყვით ჩემგან ნამდვილად არ გამოვა უფრთო ანგელოზი და ამიტომ არც ვეცდები. რადგან მეც ერთ ჩვეულებრივ მოკვდავად მოვევლინე ამ სამყაროს, და ჩვეულებრივად წავალ ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან. დავიბადე მხოლოდ იმისათვის, რომ ვიცხოვრო შეცდომების თუ ცოდვების წრეზე. ბოლოს კი იქნებ  როგორმე შევძლო და გოლგოთამდე მივაღწიო მხრებზე წამოკიდებული ტვირთით,  და ცოდვებით ისე რომ შუა გზაში არ დავეცე. ამიტომაც ვერ გავხდები ვერავისი ტვირთის მოზიარე, ვერავის გასაჭირს ვერ ვზიდავ  რადგან ჩემიც საკმოდ მძიმეა.
ვერც ვერავის გაკეთებულ სიკეთეს წამოვიკიდებ მხრებზე და ვერც ვერავის ავკიდებ ჩემს ცოდვებსა თუ შეცდომებს. როგორც წესი ცხოვრების ბოლოში გასულ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ ხოლმე სინანული. ვინ იცის იქნებ ესეც ერთგვარი ჯილდოა, თუმცაღა მე სინანული არ მჩვევია. რადგან მიმაჩნია, რომ სინანულით სუსტები ნანობენ, მე კი საკმაოდ ძლიერი ვარ საიმისოდ, რომ საკუთარი შეცდომები კი არა ვინანო, არამედ პასუხი ვაგო. შეცდომებზე ხომ სწავლობენ არა? ხოდა მეც ასე ვარ. ზოგჯერ ვსწავლობ ზოგჯერ კი მის გამოსწორებას ვცდილობ , ვცდილობ არ დავეცე, ყელაფრის მიუხედავად რაც ამ ორ წელში გადავიტანე. არ იყო ეს ადვილი ნამდვილად ბევრი დაბრკოლება შემხვდა და მაინც ყველაფრის მიუხედავად მჯერა, რომ ადამიანს ყოველთვის თან სდევს საკუთარი სამოთხეც და ჯოჯოხეთიც..როემლშივ იწვის და იფერფლება
სიყვარული მხოლოდ ბინძური ხრიკია, რომელიც გვხვდება სახეობების გაგრძელების მისაღწევად.  სიყვარული უბრალოდ სასტიკი ხუმრობაა, რომელიც ჩვენით  ითამაშეს,და დაგვასუსტებს.
კალანდია ვერასდროს იტანდა ასეთ წვეულებს, სადაც თავი ისე უნდა გეჭიროს  რომ თითოს ბედნიერი ხარ და მათი აქ ყოფნა გსიამოვნებს.

იცოცხლე, შეიყვარე, გაიღიმეWhere stories live. Discover now