—შენ საიდან იცი, რომ გაშტერდები.-თვალს არ ვაშორებდი.

—ანუ, არ უარყოფ.-ვხედავ, როგორ ეპრიხება ტუჩის კუთხეები.—ვგრძობ, ჰარი. შენმა დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა.-წარბებს კრავს.

—შეუძლებელია.-გაღიმებული ვუარყოფ მის ბრალდებას.

—აი, მოგაშტერდები ერთხელ მეც მძინარეს და ნახავ, გაგეღვიძება თუ არა.

—თანახმა ვარ.

   და ამდენი ხნის შემდეგ, თავის ნათელ ყავისფერ თვალებსაც ახელს და მათში შეშფოთება იკითხება.

—რომელი საათია?!

—ათის ნახევარია.-ვპასუხობ, როცა მის ზემოთ, კედლის საათზე ვამოწმებ დროს.

—რაა?!-ცოტა ხმამაღლა მოსდის და წამში დგება ფეხზე.

   მყისი მოძრაობის გამო თავბრუ ეხვის და ფეხები ერთმანეთში ებლარდება. სწრაფად ვდგები სავარძლიდან და ხელს ვაშველებ.

—ფრთხილად. რა მოხდა ასეთი?!-წარბშეკრული ვეკითხები, თან, ახლა უკვე ფეხზე მყარად მდგომს, სახიდან თმას ვუწევ.

—ბოდიში, რკინის ნაკლებობა მაქვს და...-შუბლზე იკიდებს ხელს.—რა რა მოხდა, სამსახურში მაგვიანდება. კი არადა, გვაგვიანდება.-თვალებს სწრაფად ახამხამებდა.

აი ახლა, ამ წამს, ახლადგაღვიძებულზე იმდენად ლამაზი იყო, სიტყვებით ვერ ავღწერ. მისი დასიებული ტუჩები პირდაპირ შეხებას გთხოვდნენ. და, არც მე ვაპირებდი თხოვნაზე რეაგირების დაგვიანებას.

—ვიცი ეს მზერა რასაც ნიშნავს და არა.-თავი გააქნია და სცადა ხელიდან დამსხლტომოდა, მაგრამ მე არსად ვაპირებდი მის გაშვებას.

—რატომ?!-წარბშეკრულმა ვიკითხე.

—კბილები არ გამომიხეხავს, ჰარი. საზიზღრობა იქნება.-სახე დამანჭა.

—არ მადარდებს. შენი კოცნა ვერასოდეს იქნება საზიზღრობა.

—ჰარი, არ გაბ...-სიტყვის დასრულება არ ვაცადე, ისე შევახე ჩემი ტუჩები მისას.

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now