თავი 20 .

289 14 21
                                    

აკანკალებულ ხელებს დაჰყურებდა . საკუთარ სიმართლეში ბოლომდე იყო დარწმუნებული , იმის რწმენაც ჰქონდა რომ გაიმარჯვებდა მაგრამ ვარამგამოვლილი ცხოვრება შიშის პატარა ნამცეცებს მაინც თესდა მის გულში .

მის ზურგს უკან მდგომი ხალხი არსებას უფერადებდა და ძალას აძლევდა , კლერი მისი ყველა სიტყვით და მტკიცებულებით მიყენებულ ტკივილს უქარწყლებდა , ღირსებას უღდგენდა .

მაგრამ , მაინც ახსოვდა წინა სასამართლოზე გაჟღერებული ბოლო სიტყვები .

სიტყვები , რომელიც აარონის მაგივრად მის უცნობ მდევარს ადანაშაულებდა , თავად მას კი ანდგრევდა .

-ჩემმა კლიენტმა , სრულიად უცხო ნომრისგან მიიღო შეტყობინება , ასლები თქვენს მაგიდაზეა , ამის გათვალისწინებით ბატონი აარონის დადანაშაულების საფუძველს ვერ ვხედავ . სრულიად ბუნებრივი იქნება ეჭვმიტანილს გაევრცელებინოს პრესაში .

- ვაპროტესტებ !

- პროტესტო უარყოფილია , განაგრძეთ - მკაცრად გახედა აპილპილებულ ქალს მოსამართლემ და მზერა მოსაუბრეზე გადაიტანა .

- ლოგიკური იქნება , ჩემს დაცვის ქვეშ მყოფსაც თუ დაზარალებულად განვიხილავთ და ქალბატონი ეველინიიც მოიხდის ბოდიშს ცილისწამებისთვის .

ეს იყო ბოლო სიტყვები რომელმაც დარბაზში ხმაური და გაურკვევლობა გამოიწვია . ორად გაყოფილი საზოგადოების გამო , არ გამოცხადებული მოწმის და ჩაშლილი გეგმის წყალობით პირველი სხდომა წააგეს .

სხეულს უწვავდა აარონის ღვარძლიანი მზერა . ეშინოდა ჰარის რეაქციის რომლის აფეთქებასაც ყოველ წამს ელოდა . ის კი მშვიდად იყო , შესაშური სიმშვიდით ელოდებოდა გამარჯვებას და ქალის ამღვრეულ თვალებს , ცრემლებს ვნებიანი კოცნით აშორებდა .

იყო შიში , გაურკვევლობა , დაძაბულობა , მაგრამ კიდევ უფრო დიდი მიზეზი და სურვილი გამარჯვების .

ყოფილიWhere stories live. Discover now