თავი 4 .

468 22 0
                                    

-ახლა გავგიჟდები ! - აშკარად ეტყობოდა გაბრაზება კლერს - რამ გათქმევინა შენს მერე არავინ მყოლიაო ?

- ეგ არ მითქვამს ! - წამსვე გაკაპასდა ეველინი და ოდნავ ლოყებიც შეუწითლდა . ქაფით დაფარულმა ჯერ კიდევ თბილ წყალში ფეხები გაამოძრავა და პოზიცია შეიცვალა . 

-  ახალი მოგონებები არ შეუძენია სარკეს - სასაცილოდ გააჯავრა და სახეც დაემანჭა წარმოდგენისას - რას ამბობ , ვერ მიხვდებოდა !  კიდე ეგ უნდოდა მაგის თვითკმაყოფილ ეგოს ? 

- მასე არ გაიგებდა . 

- აბა მე რატომ გავიგე ასე ? - თვალებმოჭუტული გამომცდელად დააკვირდა - რატომ არ დაალეწე ეგ სარკე თავზე თავის დროზე ? რამ დაგატოვებინა ?

- მომწონს - პატარა ბავშვივით ამოთქვა და უარესად აუშალა ნერვები ტელეფონიდან მომზირალ დაქალს . 

- რა მოგწონს რაა - სასოწარკვეთილებაც ჩანდა მის ხმაში . ხვდებოდა მისი ეს საქციელი შემორჩენილი გრძნობების ბრალი იყო და ეშინოდა . უკმაყოფილო მზერა შეავლო მოგონებებში წასულს და ამოიზმუვლა . 

ახლაც ცხადად ესახებოდა ევას სახლში მისულს როგორი აღფრთოვანებით და ეშმაკური ღიმილით აკვირდებოდა ჰარი . ეცინებოდა თვალებახვეული რომ მიჰყავდა საძინებლისკენ და უშედეგოდ ვარაუდობდა მოსალოდნელ სიუპრიზს . ნანახმა აშკარად გადააჭარბა მოლოდინს და ერთდროულად რამდენიმე სახის გრძნობა გაუჩინა . დაბნეული ოდნავ აწითლებული შესცქეროდა ჰარის და საწოლს ზემოთ მოქცეულ სარკეში ათვალიერებდა მის თავს . 

შემდეგ , მხოლოდ მის ზემოთ მოქცეულ სხეულს აღიქვამდა . თბილი ტუჩების და ყინულის ნატეხის შეხება კანზე ახალ , განსხვავებულ შეგრძნებებს რომ  უჩენდა . ახლაც ახსოვდა , ბიუსჰალტერიდან ამოვარდნილ მკერდზე კბილები რომ წაავლო სასოწარკვეთილმა როგორ დაიკვნესა და გაბედულად მოუჭირა კულულებზე ხელები . გრძნობდა , როგორ გიჟდებოდა ცხელ ენასთან ერთად თითქმის გამდნარი ყინულის შეგრძნებაზე მკერდის თავზე  . ტუჩების კვნეტით აკვირდებოდა სარკეში მათ გამოსახულებას და სხეულში დავლილ ჟრუანტელს ვერ აკონტროლებდა . მამაკაცის მოძრავი მხრების აღქმა და მისი იდეალური სხეულის ყურება სრულიად ახალ გრძნობებს უცოცხლებდნენ სხულში . კბენითა და კოცნით რომ ჩაიარა მისი მუცლის გზა და ნაზად მიაკრო ბარძაყებზე ტუჩები მეტად აკანკალდა . სუსტ ადგილზე ჰარის ტუჩების შეგრძნებამ გონება დაუბინდა  . 

ყოფილიWhere stories live. Discover now