თავი 18 .

335 17 26
                                    

-რა ურთიერთობა გქონდათ შენ და აარონს ? - გამომწვევად შეხედა და გადაჯვარედინებულ ფეხებზე ხელები დაიწყო . თეთრი კაბა მეტად გამოკვეთდა მისი კანის სილამაზეს და ყველაფრის მიუხედავად ისიც რაღაცანაირი სილაღით უმზერდა ჟღალთმიანს . 

- მე და აარონს ურთიერთობა არ გვქონია , ეს ყველაფერი ლამაზად აწყობილი ტყუილია- ღიმილი ვერ დამალა ბრიას კითხვაზე და მის თვალებში ათამაშებული ნაპერწკლების დანახვისას თავადაც აუღაჟღაჟდა ლოყები . 

- ფოტოები საპირისპიროს ამტკიცებენ - შეფარული ეშმაკობით წარმოთქვა და ცალი თვალი კამერისკენ გააპარა მაყურებლის დასამოწმებლად . 

- ფოტოებს საუბარი ნამდვილად არ შეუძლია , ბევრ რამეს მალავენ და მხოლოდ გაურკვეველ ფაქტებს აღბეჭდავენ . 

- ამბობ რომ ყალბია ? 

- ვამბობ რომ ნაწილია . საბაბი იმის რის გამოც უამრავი ადამიანი თავიანთ საინტერესო ცხოვრებას მოვწყვიტე და ჩემის განხილვის საშუალება მივეცი . მე ჩემს სიმართლეს ჩემი გამარჯვებით დავამტკიცებ - კეკლუცად ამოთქვა და თმებით დაფარული ლავიწები მოიშიშვლა .  ევას სხეულზე მორგებული კაბა თმებს იმდენად ეხამებოდა მისი ნაწილად უფრო აღიქმებოდა ვიდრე ტანისსამოსად . 

- ხმამაღალი განაცხადია . რა გაძლევს ამის ამბიციას ? - ჩამოწერილ კითხვებს დახედა და რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ გვერდით გადადო . 

- მე მჯერა საკუთარი თავის , ადამინების რომელებიც გვერდით მყავს , მჯერა ჩემი ქვეყნის და სამართლის .. საზოგადოების იმ ნაწილის რომელიც ჩემში დარწმუნებულია და გვერდში მიდგას .. 

- მაგალითი ხარ თუ მსხვერპლი ? 

- მე თავისუფალი ქალი ვარ , რომელიც სიმართლისთვის იბრძვის . 

- რა რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე შენს ოჯახს , მეგობრებს , საყვარელ ადამიანებს ?

ყოფილიWhere stories live. Discover now