თავი 2.

491 30 0
                                    

ფიქრი არ უნდოდა , თავსაც აჯერებდა რომ ამის აუცილებლობა არ იყო . ცრემლები მოიწმინდა და ისევ კედლებში გამოკეტა მისი გრძნობები. ნივთები აკრიბა და შემოსულ ნომერზე გააგზავნა მისამართი .

ხანდახან არ ვცხოვრობთ , უბრალოდ ვარსებობთ . ბევრ რამეს გავრდივართ , აღვიქვამთ , ვიზიარებთ , მაგრამ გულწრფერად ვერაფერს ვგრძნობთ .

ნამდვილ ემოციებს ვმალავთ , გავუბრვივართ იმდენად გვაშინებს ტკივილის სახე, საკუთარ თავს მასთან ერთად მოგონებების სკივრში ვათავსებთ .

წლების შემდეგ შორიდან ვუყურებთ ჩვენს უკანასკნელ ემოციებს და სიცარიელე გვტეკნს , იმდენად რამდენადაც აღქმა შეგვიძლია .

ეველინი უნდა გაჩერებულიყო ?

იქნებ უნდა გაჩერებულიყო კიდეც , ებრძოლა , მაგრამ იმხელა იყო შიში მისი უსიყვარულობის თვითონაც გაეხვა არარსებულ რეალობაში და უკან მოსაბრუნებელი გზაც გააქრო .

ბოლოს ბინასთან მისულმა მანქანას ჩამოადო თავი და ღრმად სუნთქვა დაიწყო . სარკეში ნაკვთებს შესაფერისი ფორმა მისცა და ცხოვრებას გაერია . 

სახლს მოავლო თვალი , აშკარად ეტყობოდა გუშინდელი მასპინძლობა . ნახატი საწოლის თავზე დაკიდა და აივნის კარი გამოაღო . შხაპი მიიღო და საშინაო ფორმაში გამოეწყო . ყურსასმენები მოირგო და მილაგება დაიწყო , შემდეგ საკვების მომზადებაზე გადავიდა . ჯემას ზარს ელოდა , თან პატარა ქალბატონსაც მალე დააბრუნებდნენ სახლში და იცოდა მამიდის ნახვა რამდენად გაახარებდა .

საკუთარ ჩაცმულობას არც დაკვირვებია ზარის ხმა რომგაიგო ისე დაიძრა მისაღებისკენ . 

-ანინე - ლოყაზე აკოცა დას და იზაბელა ხელში აიყვანა - როგორ ხარ ?

- დავიღალე ცოტა , მე და იზაბელამ გასეირნებაც მოვასწარით - გაუცინა და სააბაზანოსკენ წავიდა .

- გამარჯობა - წინ მდგარ მეზობელს გაუღიმა და სახლში შებრუნდა - როგორი იყო ბაღში დე ?

ყოფილიOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz