ეპილოგი I

Start from the beginning
                                    

"მართალია, თითქმის თორმეტია, ალბათ უნდა გავიდე და სხვა დანარჩენ მშობლებთან დავჯდე." ჯეიმ გაიღიმა, ოდნავ თავი დააქნია და თვალებზე ხელი მიიფარა რომ არ ატირებოდა და მაკიაჟი არ გაფუჭებოდა.

"ჰო,ალბათ, დარწმუნდი რომ ლოტი რომელიმე უნივერსიტეტის ბიჭთან მოხვედრას არ ცდილობს. არ გინდა რომ იმ უფროს მამაკაცებთან იყოს დაკავშირებული." ლუიმ ჩაიხითხითა და დედამისს ჩაეხუტა.

"შენ გგავს, თავხედო."

მან გაიცინა და დედამისს წასვლისთვის უბიძგა, შემდეგ კი მან ფარდა გაიარა და მოსაცდელში გავიდა სადაც ყველა სხვა იყო.

სტენი მივიდა მასთან და ზურგზე ხელი ჰკრა. სკოლიდან ერთადერთები იყვნენ ვინც ამ უნივერსიტეტში დადიოდა, ასე რომ წლების განმავლობაში ერთად იყვნენ და რამდენიმე ახალი მეგობარი ჰყავდათ.

"კარგად ხარ ტომო?" ჰკითხა სტენმა და ლუის მხარზე თავი დაადო.

"კარგად ვარ, სჯობს იქ გავიდეთ." უპასუხა ლუიმ და კლასის დანარჩენ წევრებს უყურებდა რომლებიც მოსაცდელი ოთახიდან დარბაზში მოძრაობდნენ, სადაც დასაჯდომების პირველ რიგში ისხდნენ.

ლუი ელოდებოდა როდის დაიძახებდნენ მის სახელს. სიის დასასრულს იყო კალვნითან ერთად, რომელიც ლუის წინ სამი ადგილის მოშორებით იჯდა და მუდამ იხედებოდა გასასვლელისკენ.

როცა ბოლო გვარი დაიძახეს ნერვიულობა დაიწყო, ოფლი ხელის გულით მოიწმინდა. რამდენი წლისაც არ უნდა ყოფილიყო ნერვული ტენდეციები ჰქონდა, სრულიად არ სიამოვნებდა ყველას თვალწინ სცენაზე დგომა.

"ლუი ტომლინსონი." დაიძახა უნივერსიტეტის დეკანმა.

ყველა თვალი ლუისკენ იყო მიმართული,როცა ფეხზე წამოდგა და გეზი სცენისკენ აიღო. სცენაზე გასვლისას დედამისი და მისი ოთხი უმცროსი და დაინახა, ახალ ტყუპებთან და დენთან ერთად, ყველა შუა რიგში ისხდნენ. როცა ოთახის უკანა მხარეს გაიხედა, ზეინი, ნაილი, ლიამი და ლექსი დაინახა, ყველანი იდგნენ და ტაშს უკრავდნენ და მათი იქ ყოფნის ფაქტმა გულში უცნაური შეგრძნება გაუჩინა. მიუხედავად იმისა რომ ჰარი იქ არ იყო.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now