თავი 53

Beginne am Anfang
                                    

გაღიზიანებული ლუი დივნიდან ადგა და თავის ოთახში ავიდა, სახით დაეშვა საწოლზე და ბალიშში დაიყვირა.

მეორე დილას 9 საათზე გაიღვიძა, იცოდა რომ გეგმის მიხედვით ოლი და ჯესი 10 საათზე იქნებოდნენ მასთან. გასაკვირი იყო რომ ერთდროულად მოვიდნენ, ლუის მხოლოდ ერთხელ მოუწია დედამისს დამშვიდობებოდა, უთხრა რომ მათთან ერთად გაატარებდა დღეს და შინ გვიან დაბრუნდებოდა.

"იცი რამდენი გგმართებს ამისთვის ტომო." ოლიმ კომენტარი გააკეთა და ლუის შუბლზე აკოცა.

"ჰო,ჰო. ვიცი." თავხედური ღიმილით მიუგო.

"ანუ ჩვენ აქ 7 საათზე დაგხვდებით, არ დააგვიანო თორემ დედაშენი მოგკლავს." ჯესი დედობრივი ტონით ახსენებდა, იცოდა რომ თუ ასე არ მოიქცეოდა ლუი არ მოუსმენდა.

"შვიდი, ჰო, კარგი."

მათ შენობას შემოუარეს და ლუიმ ორივე ჩაიხუტა,სანამ ნაცნობი შავი მანქანისკენ გაემართებოდა, რომელიც ჰარის,ზეინს და ნაილს ეკუთვნოდა. ზეინი მძღოლის სავარძელში იჯდა და სათვალე ეკეთა მიუხედავად იმისა რომ მოღრუბლული ამინდი იყო.

"იდიოტს გავხარ." ლუიმ კომენტარი გააკეთა, ღვედი შეიკრა და საზურგეს მიეყრდნო.

"გგულშემატკივრობთ მეგობარო, გინდა ახლა აქ დაგტოვო?" ზეინმა იხუმრა და ლუის ყურზე გაეთამაშა.

"არა, აქაც კარგად ვარ, უბრალოდ მაინტერესებს მზის სათვალეს რატომ ატარებ."

"ვგრძნობ რომ სიტუაციას შეესაბამება, ყველა საიდუმლო ოპერაციას შეეფერება."

"იდიოტო."

სათვალეებშიც კი ხედავდა ლუი ზეინს,რომელიც თვალებს ატრიალებდა, რამაც ლუის სახეზე ღიმილი მოჰგვარა. სახლს რომ მიუახლოვდნენ,ნერვები მის მკერდში თამაშობდნენ, რატომღაც უნდოდა ზეინისთვის ეთქვა რომ მანქანა გაეჩერებინა და სახლში შესულიყო.  მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ ჰარის ნახავდა და ისინი მხოლოდ ხუთი დღე იყვნენ დაშორებულები. ეს ყველაზე გრძელი პერიოდი იყო რაც ცოტა ხნით არ ელაპარაკათ და ეს ყველა დანარჩენზე უარესი იყო, რადგან საუბრის მიზეზი არ ჰქონიათ.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Wo Geschichten leben. Entdecke jetzt