ერთი იყო ეგრძნო და სიამოვნებისგან გათიშულიყო .  

მაგრამ , ამ ყველაფრის ყურებას ჭკუიდან გადაყავდა . 

ალბათ , ნერვები მოეშლებოდა ჰარის ჩაცინებაზე და ირონიულ ღიმილზე შეუკავებლად რომ წაავლო ხელი და მის ტუჩებთან მიატანინა სახე ამის თავი რომ ჰქონოდა . ის ის იყო კიდევ ერთხელ უნდა განეცადა მოგონებებში წასულს სისავსის საოცარი შეგრძნება აშკარად მკვეთრი , გაღიზიანებული ხმა რომ ჩაესმა ყურებში . 

- ახლა კვნესა რომ დაიწყო გავგიჟდები ! მოშორდი მაგ მოგონებებს - ზარივით რეკდა კლერის ხმა და აფხიზლებდა - ეველინ , რა დაგემართა ასე ერთ დღეში ?

- უბრალოდ სიზმრის ბრალია . 

- ესღა გვაკლდა .. არ მითრა რომ ..

- რა ჩემი ბრალია ? 

- ცოლი მოყავს ! სხვათაშორის სადილისას ერთად მოჭუკჭუკეებსაც უყურე ცოტა ხნის წინ ! თავს ნუ გამოაყენებინებ . მისი გაორებული გრძნობების მსხვერპლი ნუ გახდები , ეგოისტი ნარცისია და მაგასაც ეგ უნდა . გამოფხიზლდი !

- ჩემს სიტყვებს ციტირებ ?

- რას მელაპარაკები ? შენც გიკვირს ხომ ასე უცებ როგორ გამოგერეცხა ტვინი !

- ნუ ხარ ასეთი გაბრაზებული !

- რა რეაქცია უნდა გქონოდა მეც იგივე რომ მომეყოლა ? გაბრაზებული ვარ ჰარიზე , ასე არ უნდა მოქცეულიყო . ეჭვიანობა ამის საბაბს არ აძლევს , უფლება არ აქვს და შენც უნდა დაანახო რომ შენს ცხოვრებაზე სრული კონტროლი გაქვს . გააგიჟე , ისე როგორც ადრე აკეთებდი და ანახე ვინ ხარ შენ ! 

- აარონთან პაემანზე სიარული ძაან მეზარება ! - ზუსტად მიხვდა კლერის ბოლო სიტყვების ქვეტექსტს და ოდნავ ამოიზმუვლა შეციებული წყლის გამო . 

- სამაგიეროდ , ზოგ ზოგიერთებისთვის არაჩვეულებრივი გზაა მისი ადგილის საჩვენებლად . 

- მე ვუთხარი რომ არ ვნახავდი . ვერ ვიტან როცა ვიტყუები . 

- სანამ არ გამოფხიზლდები არ ნახო და მეტი აღარ დალიო ! გათიშული ხარ და ნორმალურად ვერც აფასებ სიტუაციას . 

ყოფილიWhere stories live. Discover now