"დედიკო" ხმადაბლა თქვა ლუიმ, კარი კიდევ უფრო გააღო და ოთახში შეაბიჯა.

"დილამშვიდობისა ბუ, რა ხდება?" უპასუხა მან, ჟურნალი გადადო და გადასაფარებელი ასწია რომ ლუი მასთან მისულიყო.

როგორც კი ლუი გადასაფარებლის ქვეშ შეძვრა, ცივი ფეხის თითები დედამისის ფეხს მიადო და მიეხუტა.

"ამაზე ლაპარაკი გინდა?" იკითხა ჯეიმ, თითები ლუის თმებში აათამაშა და თავზე აკოცა.

მან თავი გააქნია და კომფორტულ სიჩუმეში გაინაბა, სადაც მხოლოდ ჯერემის და მისი სტუმრობის ხმა ჟღერდა,რათა მკვდარი სიჩუმისგან დაეცვა ოთახი.

"ოდესმე შეცდომა დაგიშვია?" ლუი იყო ის ვინც რამდენიმე წუთის შემდეგ ხმა ამოიღო და თქვა ის რის თქმასაც აპირებდა.

"უამრავი შეცდომა დავუშვი საყვარელო,ხალხი უშვებს შეცდომებს და ეს ის არის რასაც ხალხს ხალხად ხდის"

"მაგრამ მართლაც ძალიან ცუდი შეცდომის დაშვება? შეცდომის,რომელსაც შეუძლია ბევრი რამე შეცვალოს"

"როგორი შეცდომა ბუ?"

"მაგალითად კოცნა, იმასთან ვისთანაც ეს არ შეიძლებოდა..." უკან დაიხია და დედამის შეხედა იმ იმედით რომ ის გაიგებდა, მაგრამ მან უბრალოდ დაბნეული გამომეტყველებით შეხედა ლუის.

"ამით რას ცდილობ საყვარელო?"

"ჰარის ვაკოცე. სამი თვის წინ ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ და მას სამი თვის განმავლობაში ვაიგნორებდი" ლუიმ აღიარა და ეს ხმამაღლა თქვა, ტირილის სურვილი გაუჩნდა,ასე რომ ეს გააკეთა და რამდენიმე ცრემლი ჩამოუვარდა ლოყაზე.

"ოჰ ბუ ბეარ" ამოიოხრა ჯეიმ, შვილის მკლავები ხელში მოიქცია და თავზე აკოცა. "არაუშავს საყვარელო"

"არა, უშავს დედა, მან ჩემთან საუბარი სცადა,მე კიდევ უბრალოდ ვაიგნორებდი და იმდენად სულელი ვარ მას ალბათ არც კი მოვწონვარ"

"შემომხედე ლუ" თქვა მან, ნიკაპქვეშ ხელი მოჰკიდა და თავი ააწევინა, "რატომ აკოცე?"

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now