"კარგად გამოვიყურები,ასე რომ არ ვარ წინააღმდეგი"

მისი მოსაცმელი მხრებიდან ჩამოიგდო და ისე მოისროლა რომ დივნის უკანა მხარეს გადავარდა, ვანსები გაიხადა სანამ ჩამოჯდებოდა. მისაღებში მყოფ ოთხ ადამიანს ესაუბრა, თავისი დღის შესახებ მოუყვა და მათთან ერთად ხუმრობდა. ჰარი არ უნახავს და არც რაიმე სმენია მასზე, ალბათ მეცხრედ დაათვალიერა ოთახი ცნობისმოყვარეობით.

"იცი რომ ის თავის ოთახშია,არა?" ნაილმა მსუბუქი სიცილით თქვა და შეამჩნია როგორ ათამაშებდა ლუი ბალიშის ძაფს.

"მერე?" უპასუხა ლუიმ და შეეცადა თავი შეეკავებინა დივნიდან წამოხტომაში და მის სანახავად წასვლაში.

"ყველამ ვიცით რომ აქ იმიტომ ხარ რომ ის ნახო"

"ეს სიმართლე არ არის,თქვენ კარგები ხართ"

"ლუ,უბრალოდ წადი და ნახე." ამოიოხრა ზეინმა და თვალები გადაატრიალა.

მას არ დასჭირვებია ორჯერ განმეორება,წამოხტა და მისაღები სიცილით დატოვა. როცა ჰარის ოთახს მიადგა კარი ღია იყო და ის იატაკის შუაგულში იჯდა და წიგნების გროვას მუყაოს კოლოფში ფუთავდა.

"გამარჯობა" თქვა ლუიმ, უამრავ ყუთს გადაახტა,იქ მივიდა სადაც მაგიდა იდგა და ზედ შემოჯდა.

"ოჰ, გამარჯობა, რამდენი ხანია რაც აქ ხარ?" ჰკითხა ჰარიმ და ლუის ღიმილით შეხედა.

"დაახლოებით ნახევარი საათია, ყველანი დამცინოდნენ ჩემი ფორმის გამო"

"შე საწყალო საყვარელო"

"შენც დამცინი"

ჰარის სიცილი აუტყდა და ლუის შიშველ ფეხს შეხედა, ბიჭი მაინც არ ჩაიცვამდა წინდებს.

"უბრალოდ აქ ჯდომას და ყურებას აპირებ?"

"რა თქმა უნდა, სხვა რამეს ელი?" ლუის სიცილი აუტყდა და ფეხები ბედნიერად გააქნია.

"არა, არც უნდა მეკითხა. ახლახანს დავამთავრე წიგნების ჩალაგება, ყუთს შევფუთავ, ზედ დავაწერ რომ ჩემია და დავამთავრებ"

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now