"გამარჯობა" ეს იყო მისი პასუხი,როდესაც ისიც ჩაეხუტა,შემდეგ კი ლუი ძირს წამოჯდა.

ხმას არ იღებდა,ბაღს თვალი მოავლო და მხრები იმედგაცრუებულმა ჩამოუშვა.

"ის აქ არ არის" რბილად თქვა პერიმ, სახეზე ღიმილი გამოესახა.

"მე არ ვეძებდი-"

"თუ იცი ვისაც გულისხმობს,მაშინ ნამდვილად ეძებდი" შეაწყვეტინა ლექსიმ, სახეზე ცელქმა ღიმილმა გადაურბინა.

"წუხანდელი ღამის შემდეგ აღარ მინახავს და არ დავლაპარაკებივარ" თქვა ლიამმა და ლუის ბურგერი გადასცა,რომელიც მან სიამოვნებით მიიღო.

"არ აქვს მნიშვნელობა" მან თავი გააქნია,თუმცა სიღრმეში შეშფოთებული იყო იმაზე თუ სად იყო ჰარი.

"რა თქმა უნდა,ასე არ არის პატარავ" თქვა ლექსიმ და თავისი სასმელი ლუის მისცა,რომ ლუის ბურგერისთვის მიეყოლებინა. "როგორ დაისვენე? საოცარი რუჯი გაქვს"

"მშვენიერი იყო,ჩემი დები ყველა ბავშვთა კლუბში იყვენ და იქ ერთი ბიჭი იყო რომელიც იქ მუშაობდა და 17 წლის იყო, ვფიქრობ შემიყვარდა" თქვა ლუიმ და ისევ ლექსის მიუბრუნდა,მან კი თავი ასწია და ლუის გახედა.

"რა ერქვა მას?"

"რაიანი. ლექსი,ის ძალიან კარგი იყო, სირცხვილია რომ ჰეტერო იყო"

"აწწ პატარავ,საშინელებაა" პერის სიცილი აუტყდა,ლუი კალთაში დაიწვინა და თითები მის ფუმფულა თმაში აათამაშა.

პასუხის გაცემას აპირებდა,როდესაც სახლის შიგნიდან სიცილი გაიგო. ეს ჰარის სიცილი იყო და რატომღაც ამ ხმაურმა დაძაბა. იმის თქმა,რომ ის ენატრებოდა, არასაკმარისი იყო. მასთან ერთად ვიღაც იყო,მათი საუბარი ესმოდათ და როცა ნაილმა მათ დაუძახა, მიხვდნენ რომ ყველა გარეთ იყო. როგორც ლუი ელოდა, ჰარის ვინც მოჰყვებოდა ის ნიკი იყო, ნიკს ჰარის ზურგზე ხელი ედო. ლუიმ დაბალ ხმაზე დაიწუწუნა,მხოლოდ ორმა გოგონამ გაიგო. ამის გამო ლექსის სიცილი აუტყდა,მაგრამ ლუიმ თვალები დაუბრიალა,ის ისევ მის კალთაში იწვა.

When The Smoke Is In Your Eyes L.S (ქართულად) [Completed]Where stories live. Discover now