- კალგი , მე და ცემი შეკალებული შევლიგდით .

- შოკოლადები გაჩუქა ?

- ჰო , ბევლი ..

- დღეს ჩვენ სტუმარი გვეყოლება იცი ?

- კლელი მოდის ?

- არა დე, ჯემა .. მამიკოს დაიკო ხომ გახსოვს ?

-აუუ ლა მაგალია - მწვანე თვალები გაუბრწყინდა და ხელები მოხვია - მამიკოც მოვა .

- არა , მარტო ჯემა .. მამიკოსთან ჩვენ მივალთ .

- მამიკო ლატო არ მოვა ?

- არვიცი , დაურეკე და კითხე - ოდნავ გაღიზიანებულმა წარმოთქვა , შემდეგ სიტუაცია გაიაზრა და გაუღიმა - ალბათ , არ ცალია დე . ხომ იცი რომ შეეძლოს მოვიდოდა ..

- რომ დამპილდა ?

- ჩვენ ხომ ჩავალთ იზაბელა ..

- მაგრამ ის ლომ დამპილდა ..

- რა გჭირს პატარავ ? ხომ ელაპარაკე დილით ..

- დილით მითქლა მოვიდოდა - თვალები აუცრემლიანდა და ტუჩები აუკანკალდა .

- ჰარი აქაა ? - რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა გულმა , შემდეგ შვილის ცრემლებმა საერთოდ გადაფარეს საკუთარი გრძნობები - დე ..

- მითქლა ცვენი საიდუმლოაო - ამოიტირა და მეტად მიეკრო .

- მოვა დე .. თუ გითხრა მოვა .

- რა გჭირთ  - წარბები შეკრა ანინემ დედა- შვილის დანახვისას . 

- უბრალო გაუგებრობა იყო .. - დაბნეულმა ამოთქვა და ბავშვს ცრემლები მოწმინდა .

- დავულეკოთ მამას- ახედა და ლოყებზე ხელები დაუტყაპუნა .

-თუ არ იტირებ დავურეკავთ - წარბები აუწია და ტელეფონიც მოიმარჯვა დასარეკად .

-გისმენ ევა - მამაკაცის ბოხი და ხავერდოვანი ხმა გაისმა ტელეფონიდან .

- ჰალი მე ვალ -როგორც კი აიღო მაშინვე შესძახა პატარა ჭორიკანამ და გაეღიმა , შემდეგ გაბრაზების მიზეზი გაახსენდა და წარბები შეკრა - შენ ლომ მითქალი მოვალო ალ მოქვალ ?

ყოფილიWhere stories live. Discover now