"უნდა წავიდე." სწრაფად წარმოთქვა თეჰიონმა და ჯონგუკის მიმართულებით გაიქცა. ნუთუ უმცროსმა დაინახა? ეს არასწორია, არ უნდა დაენახა, ახლა წესით გასასვლელში უნდა ყოფილიყო. 

თეჰიონი მალევე მიეწია ჯონგუკს, ხელი იდაყვში ჩაავლო და თავისკენ შემოატრიალა.

"გამიშვი." უხეშად უთხრა ჯონგუკმა და თავის განთავისუფლებას შეეცადა. "გამიშვი!" უფრო ხმამაღლა დაიძახა ბიჭმა. მაგრამ თეჰიონი ხელს არ უშვებდა.

"რა გჭირს?" მზრუნველი ტონით ჰკითხა მან.

"რამე მჭირს?"

"თითქოს გაბრაზებული ხარ..."

"კიმ, ახალი ამბავია, რომ უხეში და უკარება ვარ? ჩხუბის თავი? მითხარი ეს ახლა გაიგე? არა ბუნებრივად რატომ გეჩვენება? და უკან ნუ მომყვები. ხელი გამიშვი და იმ გოგოსთან წადი." თითქმის ყვირილით ამბობდა უმცროსი და უხეშად ცდილობდა უფროსის ხელის მოშორებას, თუმცა თეჰიონი არ ნებდებოდა. უმცროსი მხრებით დაიჭირა და თვალებში ჩახედა.

"არა, უხეში არ ხარ. შენ თვითონ ქმნი შენს თავს ასეთს, თუმცა რეალურად მზრუნველი და კეთილი ხარ, გასაგებია?" მკაცრად განუცხადა თეჰიონმა, რაზეც საკმაოდ მოულოდნელი მუშტი მოხვდა სახეში. ბიჭმა გაკვირვებით შეხედა ჯონგუკს, რომელსაც თვალები გასწითლებოდა და ღრმად სუნთქავდა.

"ნუ! ნუ მეუბნები მსგავს სიტყვებს და ნუ იჭერ თავს ჩემთან ასე ახლოს, თუ შემდეგ სხვადასხვა გოგონებთან ერთად აპირებ სიარულს და მათთან კოცნას." კბილებში გამოსცრა უმცროსმა და თვალებიდან ცრემლები გადმოჰგორდა. 

"ჯონგუკ..." ბიჭის დანახვაზე თეჰიონს გული ეტკინა და თავი დამნაშავედ იგრძნო. უნდოდა ახლოს მისულიყო მასთან და ჩაჰხუტებოდა, თუმცა ამის ცდა და ჯონგუკის შეუჩერებელი მუშტების დაშინება თეჰიონისთვის ერთი იყო. 

"საერთოდ რატომ დამიახლოვდი? ჩემი წავლებით ხალისობ? გინდა, რომ სულ ნერვები მიშალო?!"  ხმამაღლა ყვიროდა ბიჭი და უფროსისთვის რტყმას განაგრძობდა.

თეჰიონს აწუხებდა ეს სიტუაცია, თუმცა მეორე მხრივ გული უხტოდა, რადგან ახლა ხომ აშკარა გახდა, რომ ჯონგუკიც არ არის გულგრილი მის მიმართ. უფროსმა ჯონგუკის ხელები დაიჭირა და მისკენ დაიწყო სვლა. ჯონგუკი უკან იხევდა სანამ მისი ზურგი კედელს არ შეხვდა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, უმცროსმა ვერც კი გაიაზრა როგორ აღმოჩნდა თეჰიონის ტუჩები თავისაზე. ბიჭს თვალები გაუფართოვდა და ერთ ადგილად გაქვადა, სანამ თეჰიონი მისი ნაზი ტუჩების დაგემოვნებით იყო დაკავებული. 

ჯონგუკი მოეშვა, თეჰიონმა კი ფრთხილად შემოჰხვია ხელები წელზე. უმცროსიც ფრთხილად აჰყვა კოცნაში. მისი თვალებიდან გადმოგორებული ცრემლების გემოს ორივენი გრძნობდნენ.  

ჯონგუკის გულმა, საგულე დატოვა და სადღაც გაიქცა, თეჰიონი კი მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან, ყოველთვის უნდოდა, უმცროსისთვის ეკოცნა და ახლა უჭირდა იმის დაჯერება, რომ  ეს რეალურად ხდებოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს ცივი ზამთარი დასრულდა და თბილმა გაზაფხულმა ჩაანაცვლა, ფერადი ყვევილებითა და თბილი, სასიამოვნო ნიავით. 

თეჰიონმა ფრთხილად მოაშორა უმცროსს ტუჩები და საკუთარი შუბლი ჯონგუკისას მიაბჯინა. 

"ჯონგუკ, ის კოცნა არაფერს ნიშნავდა." ღრმა ამოსუნთქვებს შორის წარმოთქვა ბიჭმა.

"და ეს?" ჩაიჩურჩულმა ჯონგუკმა.

"ბევრს." გაეღიმა თეჰიონს და ძლიერად ჩაეხუტა უმცროსს. 

ახლა ჯონგუკი გრძნობების მორევში იძირებოდა, ამიტომ ამჯობინა რომ მარტო დარჩენილიყო და საკუთარ თავში მარტოდ გარვეულიყო.

"მე...  მაგვიანდება." დაბნეულად წარმოთქვა ბიჭმა და გასავლელისკენ გაიქცა. თეჰიონი გაღიმებული აყოლებდა თვალს უმცროსს, რომელიც კურდღელივით მიხტოდა. 




ვაიმე ისეთი ლამაზი თავი გამოუვიდა ამ ყლეს რო არაფრის შეცვლა მინდაა :"(((( ეს თავი რომ ადამიანი ყოფილიყო ჩავეხუტებოდი და არსად გავუშვებდი :დდ  

𝓔𝓛𝓔𝓒𝓣𝓡𝓘𝓒 𝓛𝓞𝓥𝓔Where stories live. Discover now