22

1.1K 126 25
                                        


 ჯონგუკს ამაყად დაეკავა თეჰიონის გვერდით ადგილი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

 ჯონგუკს ამაყად დაეკავა თეჰიონის გვერდით ადგილი. უფროსი დიდი ინტერესით უსმენდა ლექციას, რასაც ჯოგუკზე ვერ ვიტყოდით. იგი ალმაცერად აკვირდებოდა ყველა სტუდენტს. თავიდან ბოლომდე შეავლებდა თვალს, ისეთი შეწუხებული გამომეტყველებით, თითქოს იმ ოთახში მყოფი დანარჩენი სტუდენტების არსებობა, ყველაზე ამაზრზენი რამ ყოფილიყო მის ცხოვრებაში.  

რატომღაც ამ ლექციაზე, უმეტესად გოგონები იყვნენ, რაც ჯონგუკს აღიზიანებდა, რადგან თეჰიონი მიმზიდველი და სექსუალური იყო, ამასთან ერთად მზრუნველი და ყურადღებიანი. რა თქმა უნდა ნებისმიერ, გოგონასა თუ ბიჭს, მოეწონებოდა ასეთი ყმაწვილი. უმცროსის აზრით კი ეს გოგონები ისეთი მეტიჩრები და თავშეუკავებლები იყვნენ, რომ უნდოდა  თითოეული მათგანი გაექრო აქედა.  

ჯონგუკმა მარჯვენა მხარზე შეხება იგრძნო.  თავი მაშინვე ამ მიმართულებით გააბრუნა და მასთან ახლოს მჯდომი გოგონა დაინახა, რომელიც ანთებული თალებითა და მორცხვი ღიმილით უქნევდა უმცროსს ხელს. ბიჭმა შეწუხებული სახით გახედა და წარბები აუწია გოგონას, რომ ეთქვა რა უნდოდა.

"გამარჯობა." ნაზად წარმოთქვა გოგონამ. "აქ პირველად გხედავ, ახალი ხარ?" გოგონამ თმა ყურზე გადაიწია და თბილი ღიმილით ელოდა ჯონგუკის პასუხს. ეტყობოდა, რომ ბიჭმა მისი ყურადღება მიიბრყრო და როგორც ჩანს დროსაც არ კარგავს.

"არა. გეი ვარ." უემოციოდ უთხრა ბიჭმა და თეჰიონისკენ გაბრუნდა. იმ გოგონას არსებობა აღარც გახსენებია, ახლა მთელი ყურადღება უფროსისკენ ჰქონდა მიმართული.  ბიჭს მკაცრად და უკმაყოფილოდ უყურებდა. 

𝓔𝓛𝓔𝓒𝓣𝓡𝓘𝓒 𝓛𝓞𝓥𝓔Where stories live. Discover now