მართლაც, როგორ აღიზიანებდა ეს გოგონები. ყველა გააღიზიანებდა, ვინც თეჰიონის გვერდით იქნებოდა, თუმცა რატომ? იუნგი და ჯინი მისი ახლო მეგობრები არიან, მაგრამ როცა მათ სხვა ხალხთან ერთად ხედავს, ასეთი გრძნობა არ ეუფლება. თითქოს ბიჭს გააზრებული აქვს, რომ თვითონ ერთადერთი პიროვნება ვერ იქნება, თავისი მეგობრების ცხოვრებაში. მან იცის თავისი ადგილი და დანარჩენი სხვებისიც, ვისაც იუნგი და ჯინი იცნობენ, თუმცრა როცა საქმე თეჰიონს ეხება, უნდა რომ დედამიწამ მხოლოდ მათ გარშემო იტრიალოს. უნდა რომ თეჰიონისთვის თვითნ იყოს ყველაზე განსაკუთრებული. ყოველთვის უფროსის გვერდით სურს ყოფნა. მასთან გატარებული ყველა წუთის გახსენებაზე, უაზროდ ეღიმება და მუცელში უცნაური გრძნობა ეუფლება.
და მაინც რა არის ჯონგუკისთვის, თეჰიონში ასეთი განსაკუთებული. გარეგნობა თუ შინაგანი გარემო, ორივენაირად უზომოდ იხიბლებოდა ბიჭი უფროსით. თეჰიონის არსებობა, გულს უჩქარებდა და ჟრუანტელს ჰგვრიდა. ეს იმაზე მეტი იყო, რასაც ჯიმინის მიმართ გრძნობდა. დიახ, ასე განსაკუთრებულად, თავს პირველად გრძნობდა მის ცხოვრებაში. მას თეჰიონი მოსწონდა და უნდოდა ეს ყველასთვის ეთქვა, ვინც კი გზად შეხვდებოდა.
ღიმილი და ემოციები მაშინვე წაეშალა, როცა დერეფანში, კედელთან მიყრდნობილი თეჰიონი დაინახა, მის წინ კი ის მაღალი გოგონა, რომელიც კისერზე ჩამოჰკიდებოდა ბიჭს და მასთან უფრო ახლოს მიიწევდა. ჯონგუკს დეჟავუ ჰქონდა, ნუთუ ახლა იგივეს დანახვა მოუწევდა, რაც მაშინ დაინახა, ნამჯუნის წვეულებაზე.
გოგონა თეჰიონს აეკრო ტუჩებზე, რამდენიმე წამით ასე იყო, შემდეგ კი ღიმილით მოშორდა ბიჭს. ჯონგუკი კი ემოციებს ვეღარ თოკავდა, ღრმად სუნთქავდა, ფრჩხილებით ხელის გულებს აწვებოდა და გაფართოვებული თვალებით იხედებოდა უფროსის მიმართულებით.
ბიჭმა ღრმად ჩაისუნთა და სწრაფი ნაბიჯებით, თითქმის სირბილით ჩაუარა "წყვილს". გოგონას მხარი გაჰკრა, ის კი თეჰიონს მიეჯახა უხეშად. თვითონ ჯონგუკმა სწრაფი ნაბიჯებით განაგრძო გზა, უფროსისთვის არც კი შეუხედავს.
YOU ARE READING
𝓔𝓛𝓔𝓒𝓣𝓡𝓘𝓒 𝓛𝓞𝓥𝓔
Fanfictionჯონგუკსა და თეჰიონს ჯიმინის მიმართ აქვთ გრძნობები, რის გამოც ერთმანეთს ემტერებიან, თუმცა არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.
