თეჰიონმა მისი დაჟინებული მზერა შეამჩნია.
"რა იყო? აქ ყოფნა მოგბეზრდა?" თბილად ჰკითხა მან.
"მომბეზრდა? ისე მეკითხები, თითქოს დიდი სიხარულით შემოვედი. საერთოდ, შენ რომ არ გეთხოვნა, აქაურობას არც კი დავსუნავდი." ბიჭმა ცხვირი აიბზუა და კალმის ტკაცუნი დაიწყო.
"არ მითხოვნია."
"რომ ვამბობ, ესეიგი ასეა და შენ მთხოვე. შენ რა გსიამოვნებს აქ ყოფნა?"
"სიამოვნება რა შუაშია, უბრალოდ ლექციაა და ვალდებული ვარ მოვუსმინო. აქ განათლების მისაღებად ვარ, ჯონგუკში."
"ხო, რა ვიცი, ამ მეტიჩრებს განათლებულის არაფერი ეტყობათ. ის ცინდლიანი გოგო, მთელი ლექციაა სარკეს თვალს არ აშორებს. თუ განათლების მისაღებად არის მოსული, მაშინ ლექტორს უსმინოს და სარკეში ყურება შეწყვიტოს."
უმცროსის ბავშვური საქციელები, ყოველთვის ღიმილს ჰგვრიდა თეჰიონს სახეზე.
"და შენ რისთვის ხარ აქ მოსული, გუკი." ბავშვური ტონით ჰკითხა, თან ლოყაზე უჩქმიტა.
ჯონგუკი წუთით დაფიქრდა. სულ გამოსულელდა. ნუთუ იმდენად ვეღარ თოკავს თავს, რომ თეჰიონს ლექციებზე დაჰყვება, რომ ნახოს ვისთან აქვს კონტაქტი და არის თუ არა ეს კონტაქტი საეჭვო. ბიჭს უცნაურმა გრძნობამ დაუარა სხეულში. როგორც ჩანს ეჭვიანობის ტალღამ ჩაძირა, მაგრამ რატომ? რატომ ხდება ასეთი ეგოისტი, როცა საქმე თეჰიონს ეხება.
"მინდა და ვარ. რა არ შეიძლება? ამ ლექციაზე დასწრება თავისუფალია, მაგიტომ არის ამდენი ცანცარა გოგო შემობრძანებული..." ჩუმად ჩაილაპარაკა ბიჭმა ბოლო სიტყვები. "დასწრება თავისუფალია და თუ მომინდება შემოვალ." ნერვიულად განაგრძობდა კალმის ტაკცუნს.
"კალამი გააჩერე, სულელო." უთხრა თეჰიონმა, თმა აუჩეჩა და თავის წიგნაკში რაღაცის ჩანიშვნა განაგრძო. ჯონგუკმა კალამი უხეშად დადო მაგიდაზე და ხელები გადააჯვარედინა.
VOUS LISEZ
𝓔𝓛𝓔𝓒𝓣𝓡𝓘𝓒 𝓛𝓞𝓥𝓔
Fanfictionჯონგუკსა და თეჰიონს ჯიმინის მიმართ აქვთ გრძნობები, რის გამოც ერთმანეთს ემტერებიან, თუმცა არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.
