14

238 24 11
                                    

ხმას ვერ ვიღებდით და კარიც გაიღო როცა შიგნით ლიამი შემოვიდა და ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ მის დანახვაზე.
__ლიამმ!
__კარგია რომ ყველანი აქ ხართ.
__რა ხდება? ლუი კარგადაა?
__აქ თქვენს შესამოწმებლად მოვედი. არავითარ შემთხვევაში გარეთ არ გამოხვიდეთ, რაც არ უნდა მოხდეს აქ დარჩით. მალე კიდევ შემოგიერთდებათ 2 დაცვის წევრი და უფრო დაცულად იქნებით. ახლა კი უნდა წავიდე.
__მოიცადე, ლიამმ.
არც კი გაუგია ჩემი შეძახილი ისე დატოვა ოთახი და ისე გავიდა.
ლუიზე დარდი მკლავდა, ახლა ყველაზე მეტად მისი ნახვა მსურდა, მეშინია მისი დაკარგვის, არ მინდა რომ წავიდეს..."ბრიანა მხოლოდ კარგზე იფიქრე" შემოვუძახე ჩემ თავს.
როდესაც გარეთ ხმები ჩაწყნარდა, ყველას მიგვეძინა, მაგრამ ვცდილობდი რომ მაინც შედარებით ფხიზლად ვყოფილიყავი. მოდუნებულებს ერთმანეთის მხრებზე გვედო თავები. დაცვა სულ ფხიზლად იყო და მედგრად იდგა. როდესაც სხეული მოვადუნე და თვალები დავხუჭე, საშინელი ხმაური გაისმა. რომ გამოვფხიზლდი დავინახე რომ კარები იყო შემომტვრეული და აქ ვიღაც ორი შეიარაღებული კაცი იყო.
__ჯანდაბა.
თქვა დაცვის კაცმა სანამ თავში ჩაარტყამდნენ და უგონოდ ძირს დავარდებოდა.
__აბა აქ რა ხდებაა?
წამოიძახა ერთერთმა.
აქაურობას შიშის ზარი დასცემოდა და ყველა დუმდა. დავინახე როგორ ჩასჭიდეს მჭირდოდ ხელები ფელიციტიმ, ფიბიმ, დეიზიმ და ლოტიმ ერთმანეთს. საბრინა და ეშლი კუთხეში იყვნენ მიტუზულები და შიშისგან ცახცახებდნენ.
ჩვენკსენ მოახლოვება დაიწყეს, ნაბიჯებს ნელ_ნელა დგამდნენ და თან ხელში ხმალს ათამაშებდნენ.
__ბრიანა გაიქეციი.
უფებ გავიგე დედოფლის ყვრილი და მაშინვე წამოვდექი ფეხზე, სასწრაფოდ გავედი ოთახიდან და დერეფანს დავუყევი სადაც ერთი კარი შევნიშნე. ვიცოდი რომ აქ კიდევ ერთი გასასვლელი იყო, ამიტომ დაუფიქრებლად გამოვაღე კარი და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამ კარის მიღმა ტყეში მიმავალი გზა  დავინახე. მაშინვე გარეთ გავედი, კარი გამოვიკეტე და ტყისკენ დავიწყე სირბილი.
ახლა მხოლოდ გადარჩენაზე ვფიქრობდი და არაფერ სხვაზე. მთელი ძალით მივრბოდი გაუვალ, ბნელ ტყეში როცა უკნიდან ხმები შემომესმა. მივხვდი რომ მომდევდნენ და უნდა მეჩქარა. არც კი ვიცოდი სად მივდიოდი, ვხვდებოდი რომ ვერსად გავიქცეოდი მაგრამ არ ვნებდებოდი.
როდესაც ჩემს გარშემო ცხენებზე ამხედრებული კაცები დავინახე, ბოლო იმედიც დავკარგე და ჩუმად წარმოვთქვი "ლუი, სად ხარ".
მაშინვე უხეშად ჩამავლეს ხელი და ეტლში ჩამსვევ. როცა მათი შეხება ვიგრძენი თითქოს გულმა 2ჯერ უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა და ბოლოს ყველაფერი გაშავდა, გონება დავკარგე.

Glory (✅დასრულებულია✅)Where stories live. Discover now