8

282 25 14
                                    

1 თვის შემდეგ
_________________
ამ ხნის განმავლობაში ლუისგან მხოლოდ ერთი წერილი მივიღეთ, საიდანაც ვიცით რომ კარგადაა. ასევე წერს რო მალე დაბრუბდება, მაგრამ არ ვიცით როდის.
ჩემი პატარა ნელ_ნელა იზრდება, მუცელიც უკვე ოდნავ დამეტყო. ახალ ოთახში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და აქ თითქოს გამოკეტილიც აღარ ვარ. თითქმის ყოველ დღე ბაღში გავდივარ სუფთა ჰაერზე, დაცვასთან ან ლუის დებთან ერთად. თითქოს ყველაფერი ლაგდება და ამ პატარა არსებამ ყველაფერს სხვა აზრი შესძინა.

დილით რომ გავიღვიძე კარგად გათენებული იყო. ახალი ტანსაცმელი გამოვიღე და გამოვიცვალე. ამ დროს საბრინამ საუზმე შემომიტანა დიდი ლანგრით.
__მოიცა დარჩი.
__კარგით.(საბრინა)
__ცოტახანს ვილაპარაკოთ, თორე მთელი დღე მარტო ვარ ამხელა ოთახში.
__გავიგე რომ მეფე ლუი ბრუნდება. (საბრინა)
__რაა? ახლა?
__მემგონი დღეს, დაზუსტებით არ ვიცი.
__როგორც იქნაა.
__მოგენატრა?
__არა უბრალოდ გამიხარდა.
__ჰმმ უბრალოდდ?
__ბავშვის ამბავი ხოუნდა გაიგოს და...
ზეთის ხილი ავიღე და შევჭამე.
მართალია უგემურია და  არ მიყვარს მაგრამ ამას ყურადღება საერთოდ არ მივაქციე.
საბრინამ გაიცინა და თავი გააქნია.
უეცრად ხმები გაისმა და იმას გვატყობინებდნენ რომ ლუი დაბრუნდა.
მეც და საბრინაც ფეხზე წამოვდექით და გარეთ გავედით.
თითქმის ყველა გარეთ იყო ერთ რიგად ჩამწკრივებულიყვნენ.
ყველა თავს უკრავდა.
როდესაც მე მომიახლოვდა ამათვალიერა და ღიმილი გაეპარა. შემდეგ კი გზა ისევ დინჯად გააგრძელა.
თვალს მალევე მოეფარა.
ისევ ოთახებში დავბრუნდით.
მეგონა ჩემთან შემოვიდოდა და ვისაუბრებდით. ვაცნობებდი ახალ ამბავს და მის რეაქციას დავინახავდი.
არაუშავს ალბათ მოგვიანებით შემოვა. ახლა მხოლოდ ლუიზე ვფიქროდი, რატომღაც მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს. ასებობს ნაყოფი რომელიც მალე მოევლინება ქვეყანას. ნუთუ ის მაინც არ შეცვლის ჩემი და ლუის ურთიერთობას? ჯანდაა ბრიანა რას ელი ლუისგან... კარზე კაკუნის ხმა მაწყვეტინებს ფიქრს. ჩემსკენ ნელა მოდის, ცისფერ თვალებს თვალებში მიმიზნებს. ფეხზე ვდგები და თავს ვუკრავ.

Glory (✅დასრულებულია✅)Where stories live. Discover now